Робота для біженців з України
სომელიე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სომელიე
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას სომელიეს პოზიციაზე, ღვინის მაღაზიაში.

სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის გამართულად - სასაუბრო დონეზე ცოდნა
** გუნდური მუშაობის უნარი
** ღონისძიებებზე დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი
** მეღვინეობის მიმართულებით აკადემიური ან პროფესიული გამოცდილება

მოვალეობები:

** ღვინის ლოჯისტიკა: ინვენტარიზაცია, (მარაგები, აქციები, ღონისძიებები), ბუღალტერთან ერთად მარაგების კონტროლი, ღვინოების შეკვეთა
** ღონისძიებების და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა ღვინის მიმართულებით: ღვინის დეგუსტაციები, საუბრები ღვინოზე, აქციები, ა.შ.
** სტუმრებისთვის ღვინის შეთავაზება მათი გემოვნებისა და არჩევანის მიხედვით
** ღვინის სერვირება: ტემპერატურა და ღვინის ხარისხის კონტროლი
** ღვინის მარაგების მართვა: მუდმივად უზრუნველყოფა რომ თაროზე ღვინის შესაბამისი მარაგი იქნება
** ღვინის მარნის კომუნიკაცია სტუმრებთან
** მენეჯერთან აქტიური კომუნიკაცია ნებისმიერი თემის დაგეგმვისას
** თანამშრომლების ტრენინგი - ქართული ღვინო და ისტორია, წარმოდგენილი ღვინოების შესახებ ინფორმაცია, დეგუსტაციების ჩატარება, ა.შ.
** ღვინის სადეგუსტაციო სეტების შექმნა, მართვა, განახლება

უნარ-ჩვევები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი
** პრეზენტაბელურობა
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

KTW ჯგუფი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე