დასახელება:
ქსელური მაღაზიის სტრატეგიული და კომერციული მენეჯერი
|
მომწოდებელი:
კახური ტრადიციული მეღვინეობა
|
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 02 იანვარი
|
"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" შვილობილი კომპანიისათვის "ვინჩერო" აცხადებს ვაკანსიას ქსელური მაღაზიის სტრატეგიული და კომერციული მენეჯერის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სფერო - ქსელური ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მაღაზიები, საცალო ვაჭრობა.
მოვალეობები:
** ახალი ღვინის მაღაზიების გახსნისათვის, ფართების მოსაძიებლად შესაბამისი სტანდარტების და პირობების განსაზღვრა (ლოკაციის, მოსახლეობის სიმჭიდროვის და სხვა მახასიათებლების შესახებ), რეკომენდაციების გაცემა და ჩართულობა;
** მოლაპარაკებების წარმოებისა და ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ჩართულობა უშუალო მენეჯერთან ერთად. ფართის შეფასების პროცესში შესაბამისი კომუნიკაცია ტექნიკური სამსახური წარმომადგენლებთან, უშუალო მენეჯერის მითითებების მიხედვით.
** არსებულ მოქმედ მაღაზიებში კომერციულ ნაწილში ჩართულობა, გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, გაყიდვების ანალიზი, კონკურენტების კვლევა, ბაზრის კვლევა და ა.შ., ობიექტის ზრდისა და განვითარებისათვის სპეციფიკური სტრატეგიის შემუშავება;
** მაღაზიების სტრატეგიის განსაზღვრა, მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, გაყიდვების გაუმჯობესების მიზნით.
** საფასო პოლიტიკის შემუშავება, გაყიდვების ანალიზის მიხედვით გადახედვა და მუდმივი კონტროლი;
** გაყიდვების ანალიტიკა, მომხმარებელთა კმაყოფილების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, პროცესის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების გაცემა;
** საოპერაციო მიმართულებით ხელმძღვანელობა, მაღაზიის ყოველდღიური ოპერაციების მართვა/კონტროლი ტრანზაქციების სიზუსტის და დანერგილი პროგრამის კონტროლი; პერსონალის კონტროლი, პროცესის გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების გაცემა;
** სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე სხვადასხვა ტიპის რეპორტების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** აუცილებელია რითეილ სფეროში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
** ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სპეციფიკის ცოდნა;
** კომერციული მიმართულებით მუშაობს გამოცდილება
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 02 იანვარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
"თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
|
|
|
|