Робота для біженців з України
ბარ მენეჯერი, მიღება-განთავსების თანამშრომელი, მზარეული - გუდაური
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარ მენეჯერი, მიღება-განთავსების თანამშრომელი, მზარეული
მომწოდებელი: სასტუმრო Quadrum
გამოქვეყნდა: 02 დეკემბერი / ბოლო ვადა: 02 იანვარი
21 ნომრიანი სასტუმრო "ქუადრუმ გუდაური" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. ბარ მენეჯერი

პირობები:

** სამუშაო ადგილი: გუდაური (მუდმივი)
** ხელზე ასაღები ხელფასი: 1500 - 2000 ლარი ხელზე ასაღები დამოკიდებულია გამოცდილებაზე
** სამუშაო გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო დღე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბარის საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** ბარის მოთხოვნების შესაბამისად პროდუქტებისა და სხვა მატერიალური საჭიროებების დაგეგმვა;
** ბარის მატერიალურ-ტექნიკური საჭიროების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა;
** ბარის სტუმრების მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** უზრუნველყოფს ბარის საქმისწარმოებას (დოკუმენტაციის და სტატისტიკური ანგარიშების დროული და ხარისხიანი გაფორმება);
** ბარის სტუმრების მომსახურების კულტურისა და ხარისხის ამაღლების უზრუნველყოფა და კონტროლი;
** პერსონალის ჰიგიენური ნორმების დაცვის მონიტორინგზე ზრუნვა;
** საწყობიდან მოწოდებული ან ბარში არსებული სასმლის ვარგისიანობის და რაოდენობის მუდმივი მონიტორინგი;
** ინვენტარიზაციებზე დასწრება და "სტოკ ტეიკის" მუდმივი კონტროლი.

დამატებითი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** აუცილებელია ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება. (უპირატესობა მიენიჭება);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
** დახასიათება წინა სამუშაო ადგილებიდან.

პიროვნული მახასიათებლები:

** კრეატიულობა და ინოვაციურობა საქმიანობაში;
** ორგანიზებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დაქვემდებარებული პერსონალის ეფექტური მართვა;
** ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესში დამატებითი დავალებების მიღება;
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

2. მიღება-განთავსების თანამშრომელი

პირობები:

** სამუშაო ადგილი: გუდაური
** ხელზე ასაღები ხელფასი: 1300 ლარი ხელზე ასაღები
** სამუშაო გრაფიკი 15 დღე მუშაობთ, 15 დღე ისვენებთ (დილის 8-დან საღამოს 23:00 საათამდე)

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმართა მიღება, განთავსება და გაცილება.
** კომუნიკაციის წარმოება სტუმრებთან სასტუმრო მომსახურებებთან დაკავშირებით.
** სპეციალური შემოთავაზებებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის ფლობა.
** სასტუმროს სტანდარტების დაცვა.
** სტუმრის მოთხოვნებისა თუ ჩივილების გადაჭრა სწრაფად და ეფექტურად.

ძირითადი მოთხოვნები:

** უცხო ენების ცოდნა.
** სტუმრების მიმართ თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა.
** სწრაფად და ეფექტურად და პრობლემების მოგვარების უნარი.
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
** პროგრამა Ezee Absolut- ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** საცხოვრებელი;
** კვება;
** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.

3. მზარეული

პირობები:

** სამუშაო ადგილი: გუდაური (მუდმივი)
** სამუშაო გრაფიკი: 14:00-23:00 საათამდე
** დასვენების დღეები: თვეში 6 დღე
** ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე ასაღები

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კერძების დროული და ხარისხიანი მომზადება შეკვეთების შესაბამისად;
** რეცეპტურის სიზუსტით დაცვა;
** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა;
** ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა;
** ტექნიკის და ინვენტარის სიზუსტით გამოყენება;
** მის დაქვემდებარებაში მყოფ პირებს დაავალოს და მისცეს ზუსტი მითითებები;
** იყოს მუდმივად მოწესრიგებული და ორიენტირებული თავის საქმეზე.

დამატებითი მოთხოვნები:

** მზარეულის გამოცდილება სავალდებულოა
** ცომეულთან მუშაობის გამოცდილება (ხაჭაპური, პიცა, ხინკალი)

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** სისუფთავე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესში დამატებითი დავალებების მიღება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hroutsource24@gmail.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 10 დეკემბერი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე