დასახელება:
სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
Starring Georgia
|
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
შპს "სთარინგ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის N1. ხოლო ღონისძიებების/პროექტების დაგეგმვა/განხორციელების პროცესში ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნატანები (შეკვეთილი).
** სამუშაო განაკვეთი: სრული.
** ყოველთვიური ანაზღაურება: დარიცხული 2551 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
** შესყიდვების გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და ხელშეკრულების პროექტების მომზადება;
** გაფორმებული ხელშეკრულებების რეესტრის წარმოება;
** ხელშეკრულების შესრულების ვადების კონტროლი;
** მიმწოდებლებთან კომუნიკაცია შესყიდვების პროცედურებთან დაკავშირებულ საკითხებზე;
** სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი დოკუმენტაციის ატვირთვა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
** სატენდერო პროცედურების უზრუნველყოფა;
** ბაზრის კვლევა;
** სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა საქმიანობების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა (წერითი უნარები, მეტყველება) - B2;
** სავალდებულოა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სერტიფიკატი - სასწავლო მოდული "სახელმწიფო შესყიდვების კურსი".
პიროვნული თვისებები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hr@bsa.gov.ge 2024 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელ ფოსტაზე გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას ან/და დამუშავდეს. შეგროვებული პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ხორციელდება მათი გადაცემა მესამე პირებისათვის, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "სთარინგ ჯორჯია" (ს/კ 404747743,) რეგისტრაციის მისამართი: თბილისი, მთაწმინდის რაიონი, მელიქიშვილის გამზირი, N1, რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე info@bsa.gov.ge
|
|
|
|