Робота для біженців з України
პროგრამის უმცროსი მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროგრამის უმცროსი მენეჯერი
მომწოდებელი: აწარმოე საქართველოში
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
სააგენტო "აწარმოე საქართველოში" აცხადებს კონკურსს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის პროგრამის უმცროსი მენეჯერის ვაკანსიაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში, საკუთარ პორტფელში არსებული პროექტების ზედამხედველობა, მართვა და პერიოდული ანგარიშგება;
** მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამების განხორციელების პროცესში ჩართვა;
** პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტების მიერ პროგრამულ უზრუნველყოფებში წარმოდგენილი განაცხადების განხილვა, კრიტერიუმებთან და პირობებთან შესაბამისობის დადგენა;
** პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაცია და სახელმწიფო პროგრამების ჭრილში თანამშრომლობის ხარისხის კონტროლი;
** არსებული პროგრამების ჭრილში სხვადასხვა ტიპის ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვება;
** მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის არსებული პროგრამების ბენეფიციარებთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების დაგეგმვა;
** სახელმწიფო პროგრამების ცნობადობის ამაღლების კუთხით სხვადასხვა ტიპის ტრენინგში და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო უფროსის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება;
** სამუშაო აღწერილობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან მათემატიკის მიმართულებით;
** მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით, საბანკო ან მიკროსაფინანსო ინსტიტუტებში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (B2);
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;

საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** მონაცემთა ანალიზის კომპეტენცია;
** სტრატეგიული ხედვა;
** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: HR@enterprise.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: პროგრამის უმცროსი მენეჯერი.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ, ელ. ფოსტის საშუალებით დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 15 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ HR-ს, მარიამ ნოზაძეს 599720112.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე