Робота для біженців з України
გამოცდილი ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გამოცდილი ასისტენტი
მომწოდებელი: MOORE
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი "Moore Global Network Limited"-ის დამოუკიდებელი წევრი კომპანია Moore Abc, რომელიც რეგისტრირებულია აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს სდპ აუდიტის უფლებამოსილება, აცხადებს ვაკანსიას გამოცდილი ასისტენტის პოზიციაზე (http://www.moore-global.com).

აუდიტორული და საკონსულტაციო ფირმების გლობალური ქსელი Moore Global Network Limited - წარმოდგენილია 114 ქვეყანაში 600-ზე მეტი ოფისით და 37, 000-ზე მეტი თანამშრომლით. ქსელის წლიური შემოსავალი შეადგენს 4 მილიარდი აშშ დოლარს (http://www.moore-global.com).

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ ანაზღაურებას;
** უწყვეტ პროფესიონალურ ტრენინგებს;
** პიროვნული განვითარებისა და სწრაფი კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს, სადაც გუნდური მუშაობა და იდეების გაზიარება არის წახალისებული;
** ახლო სამუშაო კონტაქტს კლიენტებთან და უფროს აუდიტორებთან კარიერის ადრეული პერიოდიდან;
** მხარდაჭერას, მიიღოთ საერთაშორისოდ აღიარებული ACCA ან სხვა მსგავსი კვალიფიკაცია.
** ინდივიდუალური მენტორინგის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობას;
** საერთაშორისო პროექტებში ჩართვის შესაძლებლობას;
** ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე საინტერესო ინიციატივებში მონაწილეობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების მიხედვით აუდიტის ჩატარება;
** სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე მივლინებებში გამგზავრება;
** კომპანიის პოლიტიკისა და პროფესიონალური სტანდარტების შესაბამისად მოქმედება;
** ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობა;
** აუდიტის გეგმით განსაზღვრული დავალებების შესრულება;
** პროფესიული ეთიკისა დაცვა;
** ასისტენტებისა და სტაჟიორებისათვის დავალებების დელეგირება და შესრულებული სამუშაოების ზედამხედველობა, კონსულტირება და ინსტრუქტაჟი; მათი დახმარება სამუშაოს მიზნების, არსისა და დოკუმენტების გარკვევაში;
** კომპანიის რისკების და კონტროლების შესწავლა და ანალიზი;
** აუდიტის ჯგუფის წევრებისა და აუდიტის მენეჯერისათვის აუდიტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის გაზიარება;
** აუდიტის პროექტის ფარგლებში საჭირო აუდიტორული დოკუმენტაციის მომზადება/ანალიზი;
** აუდიტთან დაკავშირებული სამუშაო დოკუმენტების შექმნა და შენახვა;
** ფირმის პოლიტიკისა და პროფესიონალური სტანდარტების შესაბამისად მოქმედება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (აუდიტის/ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით);
** მინიმუმ 2 - წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსური ანგარიშგების აუდიტის მიმართულებით;
** ფინანსური ანგარიშგების სხვადასხვა მუხლზე დამოუკიდებელი მუშაობის და დასკვნის გამოტანის უნარი;
** აუდიტის საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა მაღალ დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook);
** სასურველია ACCA-ის პირველი დონის სერტიფიკატი.

პიროვნული თვისებები:

** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ინტერესი აუდიტის/ბუღალტერიის/ფინანსების სფეროში;
** ორგანიზებულობა, სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@moore.ge და მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "გამოცდილი ასისტენტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე