Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ოტო მოტორსი
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 დეკემბერი
"ოტო მოტორსი" უკვე 13 წელია ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს აწვდის მაღალი ხარისხის საავტომობილო პროდუქტებსა და ავტოსერვისს. 2018 წლიდან კომპანიამ წარადგინა ინოვაციური პროექტი- საავტომობილო ჰიპერმარკეტი, რომელიც გთავაზობთ წამყვანი ბრენდების პროდუქციას ერთ სივრცეში. კონცეფცია აერთიანებს ყველაფერს რაც შენს ავტომობილს სჭირდება, ან დასჭირდება.

"ოტო მოტორსის" გუნდში ვეძებთ გაყიდვების მენეჯერს ავტოკოსმეტიკის სექციაში

სამუშაო ადგილი: დიღომი, ჯორჯ ბალანჩინის 28
სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 ან 10:00-19:00 კვირაში 6 სამუშაო დღე, შაბათი მოკლე სამუშაო დღე
ანაზღაურება: კონკურენტული, ფიქსირებული + საბონუსე სისტემა

ჩვენ გთავაზობთ:

** ყოველწლიური პრემია ხელფასის ოდენობით, რომელსაც აიღებთ ანაზღაურებასთან ერთად
** კორპორატიული სატელეფონო ბალანსით სარგებლობას
** FIT PASS მხარდაჭერას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეგობრულ ატმოსფეროს
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმალური გამოცდილება

უნარები:

** ენერგიულობა და სისხარტე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ავტომობილის მოვლის საშუალებების, ავტო აქსესუარებისა და საავტომობილო კოსმეტიკის სექციაში მომხმარებლისთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა.
** მომხმარებლებთან უშუალო კომუნიკაცია და პროდუქციის ტექნიკური/ფუნქციური მახასიათებლების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, შერჩევაში დახმარება
** შესაბამის სექციაში დახლებზე პროდუქციის რაოდენობის უწყვეტობის მონიტორინგი, ახალი პროდუქციის დამატება სექციაში, შემცირებული მარაგების კონტროლი, დახლების გადავსება საჭირო პროდუქციით.
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა მოგვაწოდეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@otomotors.ge არაუგვიანეს 2024 წლის 30 დეკემბრისა. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე