დასახელება:
უძრავი ქონების რეალტორი
|
მომწოდებელი:
Dream Home
|
გამოქვეყნდა: 28 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 28 დეკემბერი
|
უძრავი ქონების კომპანია "Dream Homes" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების რეალტორის პოზიციაზე.
მოკლედ კომპანიის შესახებ: უძრავი ქონების კომპანია "Dream homes", რომელიც არის საქართველოს უძრავი ქონების ასოციაციის წევრი 2024 წლიდან, ორიენტირებულია განვითარებაზე და თავის მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიან, სწრაფ და ეფექტურ მომსახურებას ბინების, სახლების, კომერციულ ფართების და მიწის ნაკვეთების ყიდვა - გაყიდვა - გაქირავების მიმართულებით.
სამუშაო პირობები: 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი- ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:30-დან 18:30-მდე; შაბათი-კვირა დასვენება.
ანაზღაურება: გამომუშავებით, 2000+
ადგილმდებარეობა: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი 11ა
ძირითადი მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში ჩაითვლება პრიორიტეტად;
** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტისთვის სასურველი ობიექტის მოძიება და შეთავაზება;
** უძრავი ქონების მონაცემთა ბაზაში შეტანა-რეგისტრაცია;
** შეხვედრების დაგეგმვა/მოლაპარაკებების წარმოება;
** ხელშეკრულების გაფორმება.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** დაგეგმვის და დროის მართვის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** სტრესულ სიტუაციაში სწორი გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი;
** ინდივიდუალურად და გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენი კომპანია გთავაზობთ:
** მეგობრულ გარემოს/თიმბილდინგს;
** კორპორაციულ ნომერს, ულიმიტო სასაუბრო პაკეტს;
** შეხვედრებზე ტრანსპორტით უზრუნველყოფას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** წამახალისებელ ღონისძიებებს, ტურები როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის გარეთ.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, მათ შორის ტრენინგებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორიცაა: ეფექტური კომუნიკაცია, მოლაპარაკების ტექნიკები, კონფლიქტების მოგვარება, ურთიერთობის ფსიქოლოგია და სხვა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dreamhome7777@yahoo.com. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება: "რეალტორის" პოზიციაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
შესარჩევი პირველი ეტაპი მოიცავს რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების ეტაპებს. კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კანდიდატებს ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადების მიღების ბოლო თარიღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში.
თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებული იქნება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით და შეინახება 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|