Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: World Vision
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
"World Vision" საქართველო აცხადებს ვაკანსიას მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარში დიასახლისის პოზიციაზე.

გასაუბრებები ჩატარდება პარალელურ რეჟიმში შესაბამისი კანდიდატის შერჩევამდე, ამიტომ გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა დროულად გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

პოზიციის სახელწოდება: WVG-Housekeeper
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩიქობავას ცენტრი
სამუშაო გრაფიკი: ორი დღე მორიგეობა, ორი დღე დასვენება.

ხელშეკრულების ხანგრძლივობა: დეკემბერი 2024 - დეკემბერი, 2025, რადგან შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო სოციალური რეაბილიტაციის ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში და დაფინანსებით.

მიუსაფარ ბავშვთა 24 საათიანი თავშესაფარი აერთიანებს დღის ცენტრსა და კრიზისული ინტერვენციის სადღეღამისო თავშესაფარს.
გამოსაცდელი ვათა: 6 თვე

დღის ცენტრის მიზანია მობილური ჯგუფის მიერ გადმომისამართებული ან მომსახურებაში სხვა გზით ჩართული ბავშვების შეფასება, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარების გაწევა, ფორმალური და არაფორმალური განათლების მიწოდება რათა მოხდეს ბავშვების თანდათან მოწყვეტა ქუჩის ცხოვრებიდან და სტაბილური ჩართვა დღის ცენტრის მომსახურებაში მათი 24-საათიან ტრანზიციულ მომსახურებაში ან სხვა მომსახურებებში განთავსების მიზნით.
დღის ცენტრთან ფუნქციონირებს კრიზისული ინტერვენციის თავშესაფარი, რომლის მთავარი მიზანიცაა უზრუნველყოს კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ბავშვი (ქუჩაში უმეთვალყურეოდ მყოფი, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი, ძალადობის მსხვერპლი და ა.შ) გადაუდებელი თავშესაფრით და დახმარებით (პირველადი სამედიცინო და ფსიქო-ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება) და მოახდინოს ბავშვზე გრძელვადიანი ზრუნვის ფორმის განსაზღვრა.

პოზიციის მიზანი: დღის ცენტრისა და კრიზისული ინტერვენციის სადღეღამისო თავშესაფარში სისუფთავის უზრუნველყოფა შესაბამისი სანიტარული, ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვით, დღის ცენტრის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს ცენტრის ტერიტორიის სისუფთავე;
** დაიცვას სანიტარული ნორმები, ასევე უსაფრთხოების ნორმები შენობის დალაგების პროცესში;
** უზრუნველყოს ჰიგიენის საშუალებების გონივრული განკარგვა და შენახვა შესაბამის ადგილას;
** აქტიურად ითანამშრომლოს ცენტრის თანამშრომლებთან და კოორდინატორ-ლიდერთან;
** კონფიდენციალურად დაიცვას ნებისმიერი ინფორმაცია ბენეფიციარის შესახებ;
** თავისი კომპეტენციის ფარგლებში იზრუნოს ბავშვების კეთილდღეობაზე;
** დაიცვას დღის ცენტრისა და სადღეღამისო თავშესაფრის შინაგანაწესი/რეგულაციები/სტანდარტები;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებით შეასრულოს სხვა დავალებები მისი პოზიციის კომპეტენციის ფარგლებში.

სავალდებულო მოთხოვნები:

** ანალოგიური სამუშაო გამოცდილება;
** ორგანიზებულობა;
** მოწესრიგებულობა;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პოზიტიური და კონსტრუქციული მიდგომა კომუნიკაციისას (განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV (მიუთითეთ სამი რეკომენდატორის საკონტაქტო მონაცემები) ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე: Recruitment_Georgia@wvi.org. გთხოვთ, პოზიციის სახელწოდება WVG - Housekeeper მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 11 დეკემბერი

გთხოვთ CV-ში მიუთითოთ, რომ თუ თქვენი კანდიდატურა განიხილება შერჩევის ბოლო ეტაპზე, თანახმა ხართ ორგანიზაციამ გადაამოწმოს თქვენს შესახებ ინფორმაცია, მათ შორის watchdog-ის მეშვეობით.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

"World Vision საქართველო" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე