Робота для біженців з України
მკერავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მკერავი
მომწოდებელი: Dressup Group
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
"დრესაპ ჯგუფი" 30 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

კომპანია წარმოდგენილია 80-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში. ასევე, ონლაინ მაღაზიით - Dressup.ge.

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მკერავის პოზიციაზე ქ. თბილისში, სავაჭრო ცენტრში "მერანი".

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** ჯანსაღი სამუშაო გარემო;
** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება;
** იდეების წახალისება/მხარდაჭერა;
** მრავალფეროვანი სამოტივაციო სისტემა;
** სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** "ფიტპასის" მომსახურება;
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი #42, სავაჭრო ცენტრი "მერანი";
** სამუშაო გრაფიკი - კვირაში 5 სამუშაო დღე, 8 საათიანი სამუშაო ცვლა;
** ანაზღაურება - ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი.

ფუნქციები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, სამოსის გადაკეთება/გაფორმება;
** თანამედროვე, ავტომატურ, უნივერსალის ტიპის საკერავ მანქანასთან მუშაობის გამოცდილება;
** ჯინსის ფაქტურასთან მუშაობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სამოსის კერვის ან გაფორმების კუთხით მუშაობის გამოცდილება;
** მოწესრიგებული, ორგანიზებული, კომუნიკაბელური;
** საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი;
** მოქნილობა და ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

კანდიდატთა შერჩევა

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV ან საკონტაქტო ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dressupgroup.ge 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "მკერავი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"დრესაპ ჯგუფი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე