Робота для біженців з України
დისტრიბუტორი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: სანდომი
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტ ლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

კომპანია "სანდომი" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ სურვილი, იმუშაონ დისტრიბუტორის პოზიციაზე კახეთის რეგიონში.

ფუნქცია/მოვალეობები:

** ახალი ობიექტების მოძიება;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა;
** მოლაპარაკების წარმართვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა (B კატეგორია);
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
** სასურველია, მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარიანობა;
** შრომისმოყვარე და კომუნიკაბელური.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი, სოფ. ფონიჭალა (ასევე, კახეთის რეგიონი);
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი (სრული);
** ხელფასი: სტაჟირების შემდეგ 1500 ლარიდან (ამოღებული თანხის % + ბონუსები - მინიმუმ 1500 ლარი, საშუალოდ 2200 ლარის ოდენობით).

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას;
** მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: sandomicareer@gmail.com და აუცილებლად, საგანში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე