დასახელება:
ტენდერი სადემონტაჟო/სარემონტო სამუშაოების მომს. შესყიდვაზე
|
მომწოდებელი:
ხალიკ ბანკი
|
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 09 დეკემბერი
|
სს "ხალიკ ბანკი საქართველო" აცხადებს ღია ტენდერს ბანკის ცენტრალური ფილიალის სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო მომსახურების შესყიდვის შესახებ.
სამუშაოები ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას ქუჩა N74.
ობიექტის საერთო ფართი შეადგენს 322.49 მ2,
შესასრულებელი სამუშაო მოიცავს სადემონტაჟო და სარემონტო სამუშაოებს.
სამუშაოს დასრულების ვადა: 2025 წლის 01 ივნისი.
ტენდერში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობები, პერსონალის კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომლებიც უზრუნველყოფენ სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებას.
განაცხადი ტენდერში მონაწილეობის შესახებ (ბანკის მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად) წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე 09.12.2024წ. 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: ktkeshelashvili2@hbg.ge.
სატენდერო განცხადებების განმხილველი კომისიის სხდომა ჩატარდება 10.12.2024წ. 17:00 საათზე.
სატენდერო დოკუმენტაცია ქართულ ენაზე განთავსდება შემდეგ ბმულზე - https://halykbank.ge/ka/news/38/ss-%E2%80%9Ekhalik-banki-saqartvelo%E2%80%9C-s-ganatskhadi-tenderis-chatarebis-shesakheb ან პრეტენდენტებს გადაეცემათ მოთხოვნისთანავე სამუშაო დღეებში განცხადების გამოქვეყნების დღიდან შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, შარტავას ქ. №40, სს "ხალიკ ბანკი საქართველო"-ს სათავო ოფისი.
ტენდერთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე:
1) ვალერი ვახტანგიშვილი 224 07 07 (*177), e-mail: valeri@hbg.ge.
2) ქრისტინა ტყეშელაშვილი 224 07 07 (*183), e-mail: ktkeshelashvili2@hbg.ge.
|
|
|
|