დასახელება:
ავეჯის გამტანი
|
მომწოდებელი:
Castello
|
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
|
მულტიბრენდული ავეჯის, განათებებისა და აქსესუარების შოურუმი "CASTELLO" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის გამტანის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 40
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
მოთხოვნები:
** ორგანიზებული და პასუხიმგებლობის მქონე
** აუცილებელია ანალოგიურ სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** სასურველია უცხო ენების ცოდნა
მოვალეობები:
** შოურუმში და საწყობში მიღებული ავეჯის ინსტრუქციის მიხედვით გადაადგილება-განთავსება
** მიღებული ტვირთვის დაცლა
** გაყიდული ავეჯის შესაბამის მისამართებზე მიწოდება
** ავეჯის მონტაჟის და დემონტაჟის პროცესში მონაწილეობა
პიროვნული მახასიათებლები:
** ახალ გარემოში ადაპტაციის უნარი;
** სუბორდინაციისა და შიდაგანაწესის განუხრელი დაცვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** ადეკვატურ სახელფასო სისტემას, ფიქსირებული ანაზღაურებას (1200 ლარი) და მიმზიდველ ყოველთვიურ ბონუსს და სოც. პაკეტს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს და პირობებს;
** თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზაციის საშუალებას;
** განვითარებაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს;
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე info@castello.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ავეჯის გამტანი", წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|