დასახელება:
ERP ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
კვების წარმოების კომპანია
|
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
|
კვების წარმოების კომპანია აცხადებს ვაკანსიას ERP ადმინისტრატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელფასი: 2800ლ ხელზე (2500 გამოსაცდელ პერიოდში)
ვალდებულებები:
** ორგანიზაციის ახალი პროცესებისა და მოთხოვნების პროგრამაში ასახვისათვის საჭირო სქემების განხილვა, ოპტიმალური ვარიანტის ჩამოყალიბება და ტესტირება;
** პროგრამაში საჭირო დავალების, პროცედურისა და ფუნქციის შემუშავება/შექმნა, ტესტირება, გაშვება და შემდგომში მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** პროგრამის ხარვეზების გამოკვლევა და გასწორება; ვერსიების განახლება;
** ახალი მოდულების გარჩევა და აწყობა;
** კომპანიის თვის დახურვის პროცედურაში მონაწილეობა;
** საჭიროებისამებრ, სისტემის მომხმარებლებისთვის მხარდაჭერა, ტრენინგების ჩატარება, სისტემასთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა და ინსტრუქციების მომზადება;
** სხვადასხვა ანგარიშის მომზადება და წარდგენა;
** საფირმო მაღაზიებისთვის ე.წ ნედლეულისგან მზა პროდუქციის ერთეულების შექმნა პროგრამაში;
** სასაქონლო ერთეულების გადათვლა;
** საფასო პოლიტიკის ცვლილების ასახვა პროგრამულად;
** სხვა სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციებისა და რეპორტების მომზადება;
აუდიტის პროცესში ჩართვა მოთხოვნილი და საჭირო ინფორმაციის მისაწოდებლად.
აუცილებელი მოთხოვნა:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია 1C ERP სისტემის (ან MsDynamics Navision) სიღრმისეული, ადმინისტრატორის დონეზე ცოდნა;
** ბუღალტერიის საფუძვლების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: nshanidze006@gmail.com
|
|
|
|