Робота для біженців з України
სტაჟირება SEO სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სტაჟირება SEO სპეციალისტი
მომწოდებელი: ალპაკა
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
"ალპაკა" პირველი ქართული სპეციალიზებული SEO სააგენტოა, რომლის მთავარი ამოცანა ბიზნესების ზრდა, განვითარება და ცნობადობის ამაღლებაა.

საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის მიზანია ვებსაიტი რელევანტურ საძიებო სიტყვებზე გამოჩნდეს საძიებო შედეგების (მაგ: Google, Bing, Yahoo) პირველივე გვერდზე, რაც ავტომატურად ნიშნავს დიდი რაოდენობით ვიზიტორებს, გაზრდილ ტრაფიკსა და კონვერტაციებს.

შპს "ალპაკა" აცხადებს სტაჟირებას SEO სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რამაზ ჩხიკვაძის N16.
ანაზღაურება: 700 ლარი. (NET)

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ ანაზღაურებას + Stock option-ებს;
** დინამიკურ გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** AI პლატფორმების გამოყენებისა და მათთან მუშაობის შესაძლებლობას;
** სტაჟიორი SEO სპეციალისტი ჩაერთვება რეალურ, როგორც ლოკალურ, ასევე გლობალური ბაზრისთვის განკუთვნილ პროექტებში;
** შეისწავლის სრულყოფილ საძიებო სისტემებისთვის ვებგვერდის ოპტიმიზაციას, მსოფლიოში არსებულ საუკეთესო პრაქტიკებზე დაყრდნობით;
** შესაძლებლობა ექნება იმუშაოს და ისწავლოს 10+ წელი გამოცდილების მქონე SEO სპეციალისტებთან.

ფუნქცია მოვალეობები:

** საძიებო სიტყვების კვლევა და დახარისხება;
** საიტების ტექნიკური გადამოწმება, შეფასება და ანალიზი;
** კონტენტ სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** Off-page SEO ფარგლებში პოტენციური საბექლინკე პლატფორმების მოძიება და ბექლინკების მოპოვება;
** ყოველთვიური რეპორტინგი და წარდგენა დამკვეთებთან;
** საჭიროების შემთხვევაში, AI ინსტრუმენტების დახმარებით SEO პროცესების გაუმჯობესება/გამრავალფეროვნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის B2-C1 დონეზე ცოდნა (სამუშაო დონეზე);
** განათლება SEO მიმართულებით;
** White Hat SEO-ს სრულფასოვნად დაუფლების სურვილი.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** მუდმივი განვითარებისა და ახალი სტანდარტების შექმნის სურვილი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მიზანდასახულობა;
** გუნდურობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** სტრატეგიული ხედვა.

შერჩევის პროცედურის ეტაპებია:

1. განაცხადის შევსება;
2. ტექნიკური დავალება;
3. გასაუბრება;
4. დასაქმება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი და გამოაგზავნოთ CV მითითებულ ლინკზე - https://alpaca.ge/vacancy/junior-seo/

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე