დასახელება:
მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ჯგუფის უფროსი
|
მომწოდებელი:
სვის კაპიტალი
|
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 11 დეკემბერი
|
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე ქ. თბილისი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ბიზნეს დაკრედიტების ჯგუფის მართვა;
** ახალი კლიენტების მოზიდვა;
** მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი;
** კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
** საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
** სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
** საკრედიტო პორტფელის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, საბანკო-საფინანსო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში;
** ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
** ლიდერის უნარები, თანამშრომელთა მოტივირებისა და განვითარების უნარი;
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ეფექტური გაყიდვების უნარი;
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30; შაბათი: 10:00-16:00.
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge და წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი - "მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ჯგუფის უფროსი - თბილისი".
|
|
|
|