Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი - თბილისი, ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: ონიქს კორპორეიშენი
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 27 დეკემბერი
შპს "ონიქს კორპორეიშენი" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის თანამდებობაზე ქუთაისსა და თბილისში.

ძირითადი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება;
** რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Ms. Office; Outlook);
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობა:

** ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება, ზარების გადამისამართება შესაბამის განყოფილებებში;
** კომპანიის ელ-კორესპონდენციის წარმოება;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა და შესაბამისი გადამისამართება;
** დოკუმენტაციის აღრიცხვა და შენახვა;
** ოფისის საჭირო ინვენტარით მომარაგება, განაწილება და კონტროლი;
** ხელმძღვანელების მიერ მოცემული სხვადასხვა დავალების შესრულება.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** აქტიური;
** მოტივირებული;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** მიზანზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;

გრაფიკი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება: ინდივიდუალური, დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: hr@onyxcorporation.ge

წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე