Робота для біженців з України
ქოფირაითერი/ჟურნალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოფირაითერი/ჟურნალისტი
მომწოდებელი: On.ge
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
"On.ge" აცხადებს ვაკანსიას ქოფირაითერი/ჟურნალისტის თანამდებობაზე.

განყოფილება: "On.ge" Brand Studio
უშუალო ხელმძღვანელი: Head of Brand Studio

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები მიმართულებით:

** On.ge Brand Studio-ს სარეკლამო მასალების შექმნა — სტატიების, ნიუსების, ქვიზების და სხვა ტიპის კონტენტის მომზადება;
** იდეების გენერირება მიღებულ ბრიფებზე. კლიენტებთან, ბრენდ სტუდიოს და კომპანიის სხვა თანამშრომლებთან კოლაბორაცია;
** შექმნილი მასალების დისტრიბუციის უზრუნველყოფა - როგორც კრეატიული კუთხით იდეის დამუშავება, ისე - პრაქტიკაში აღსრულება;
** მონაცემების მონიტორინგი და რეპორტინგი ზემდგომთან; დასახული მიზნების მიღწევა; მონაცემების გამოყენება შედეგების ოპტიმიზების და გაუმჯობესებისთვის;
** განსაზღვრული ვადებისა და დედლაინების დაცვა;
** რესპონდენტების მოძიება ინტერვიუსთვის, პოდკასტისთვის ან სხვა საჭიროების საპასუხოდ;
** მართლწერა;
** შინაგანაწესის დაცვა; ხელმძღვანელებისგან მიღებული დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: სასურველია, თუმცა არა აუცილებელი უმაღლესი განათლება. რეკრუტირებისას, შესაძლოა, პრიორიტეტი მიენიჭოს განათლებას ჟურნალიზმის, კომუნიკაციების, მარკეტინგის ან მონათესავე სკოლებს.
** კვალიფიკაცია: პოზიციაზე არ არის სავალდებულო გამოცდილება. რეკრუტირებისას შესაძლოა პრიორიტეტი მიენიჭოს გამოცდილება ჟურნალისტიკაში ან კომუნიკაციებში;

უნარები და მახასიათებლები:

** წერის, რედაქტირების, კორექტირების, დეტალებსა და სიზუსტეზე ორიენტირებულობის უნარი;
** სამაგიდო კვლევების კეთების უნარი მაქსიმალურად მარტივი და სწრაფი გზებით;
** ერთდროულად მრავალი ამოცანის მჭიდრო დედლაინებში შესრულების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციისა და გამოხატვის, რთული საკითხების მარტივად გადმოცემის უნარი;
** სხვა ადამიანებთან და გუნდებთან კოლაბორაციის სურვილი და უნარი;
** სუბორდინაციის დაცვა და პროფესიონალიზმის შენარჩუნების უნარი, მათ შორის, ინტენსიურ სამუშაო გარემოში. ემოციების კონტროლის უნარი;
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** ამბის თხრობისას აუდიტორიის ჩართულობის გაზრდის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ 13 დეკემბრამდე, ელფოსტაზე: hr@on.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე