Робота для біженців з України
მთავარი რედაქტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი რედაქტორი
მომწოდებელი: On.ge
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
"On.ge" აცხადებს ვაკანსიას On.ge-ს მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე.

უშუალო ხელმძღვანელი: მედიის ხელმძღვანელი

დამატებითი ფუნქცია-მოვალეობები ჟურნალის მიმართულებით:

** On.ge-ს სახელით საქართველოში და მსოფლიოში მიმდინარე სოციალური და კულტურული ამბების მასშტაბურ, რელევანტურ, ტრენდულ და ინოვაციურ ფორმებში გაშუქება;
** სარედაქციო პოლიტიკის და შინაარსობრივი პრიორიტეტების განსაზღვრა და ორგანიზაციის სტრატეგიასთან თავსებადობის უზრუნველყოფა;
** საკომუნიკაციო არხებს-შორის პრიორიტეტიზაცია და ამბის თხრობის ფორმატების ორგანიზაციის სტრატეგიასთან და მიზნებთან თავსებადობის უზრუნველყოფა;
** რედაქციის ტონის (Tone of Voice) განსაზღვრა; არსებული ტრენდებისა და მიმდინარე მოვლენების საფუძველზე საჭირო ცვლილებების შეტანა და ადაპტირება; ორგანიზაციის სტილისტური სახელმძღვანელოს დაცვის უზრუნველყოფა;
** რედაქციის სამუშაო პროცესების ზედამხედველობა და ეფექტურობის უზრუნველყოფა. სხვადასხვა პერიოდულ (მათ შორის ყოველდღიურ და ყოველკვირეულ) ჭრილში, მონაცემებზე და ორგანიზაციის სტრატეგიაზე დაფუძნებით, საინფორმაციო პრიორიტეტების დასახვა და დაგეგმვა გუნდთან ერთად.
** სხვადასხვა პერიოდულ ჭრილში დაქვემდებარებული ჟურნალისტებისთვის მიმართულებების, თემების და კონკრეტული დავალებების მიცემა.
** სამუშაო პროცესში დაქვემდებარებული თანამშრომლების პიროვნული და პროფესიული ზრდა. პროცესში მათი მასალების გაუმჯობესება, რედაქტირება, საჭიროების შემთხვევაში, ინტერვენცია, მათ შორის - პერსპექტივების ცვლილების ან/და დამატებითი დირექტივების მიცემის ფორმით;
** საავტორო მასალების განაწილება, ავტორებთან ერთად დაგეგმვა, აღსრულების პროცესისა და შედეგის მონიტორინგი; საჭიროების შემთხვევაში, ინტერვენცია;
** მომზადებული მასალების სარედაქციო კოდექსთან თავსებადობის უზრუნველყოფა. გაშუქებისას მოწყვლადი ჯგუფების საუკეთესო ინტერესების და უფლებების დაცვა და გათვალისწინება.
** On.ge-ს ქოლგის ქვეშ შემავალი ბრენდების მიერ გავრცელებული მასალების მონიტორინგი.
** დაქვემდებარებულებს შორის მკაფიო კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
** პარტნიორ ორგანიზაციებთან და კომპანიებთან კომუნიკაცია. სტრატეგიულად მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დასწრება. საპარტნიორო საჭიროებების რეგულარული შეფასება;
** სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებისთვის ტექსტური და მულტიმედია კონტენტის შექმნა და დასახული მიზნების მიღწევა;
** ვებგვერდისთვის შექმნილი მასალების დისტრიბუცია - როგორც კრეატიული კუთხით დისტრიბუციის იდეის დამუშავებაში მონაწილეობის მიღება, ისე - პრაქტიკაში აღსრულება.
** ციფრულ დანაყოფთან მჭიდრო კომუნიკაცია, კოლაბორაცია და საერთო პროექტების განხორციელება.
** რედაქციაში ახალი შინაარსების და ამბის თხრობის გზების დანერგვა და ინოვაციურობის უზრუნველყოფა.
** მონაცემების, შედეგების და სტატისტიკის რეგულარული, პერიოდული კონტროლი და ანალიზი. ორგანიზაციის სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების მიღწევა.
** არსებული შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა, განვითარების სტრატეგიის შემუშავება და აღსრულება;
** რეპორტინგი თანამშრომლებისთვის - ყოველკვირეულად შედეგების ანალიზი, შემდეგი კვირის დაგეგმვა;
** რეგულარული რეპორტინგი აღმასრულებლების წინაშე;
** საჭიროების შემთხვევაში, ველზე მუშაობა.
** საჭიროების შემთხვევაში, არასამუშაო დროს სასწრაფო ან/და მნიშვნელოვან მასალაზე მუშაობა;
** შინაგანაწესის დაცვა; ხელმძღვანელებისგან მიღებული დავალებების შესრულება;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ბრენდ სტუდიოს მიმართულებით:

** On.ge ბრენდ სტუდიოს კონტენტის შინაარსობრივი გამართულობის და კრეატიული ღირებულების ზედამხედველობა; ბრენდ სტუდიოს ხელმძღვანელისთვის სტრატეგიისა და მიმართულებების მიცემა;
** გუნდის მენეჯმენტი: მწერლების, დიზაინერების, ვიდეოგრაფების და სტრატეგებისგან შემდგარი მულტიდისციპლინური გუნდის მართვა. დაქვემდებარებულებს შორის მკაფიო კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი რესურსების მოძიება;
** პროექტების შესაბამისი ბიუჯეტისა და დედლაინების დაცვით ჩაბარების მეთვალყურეობა;
** ბრენდ სტუდიოს ხარისხის და სარედაქციო სრულყოფილების უმაღლესი სტანდარტების მეთვალყურეობა
** ბრენდ სტუდიოს ხელმძღვანელთან ერთად, კოლაბორაცია გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდებთან ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირებისთვის, პოტენციური კლიენტებისთვის კრეატიული კონცეფციების მიწოდება და ბრენდის სტუდიოს შემოსავლის ზრდის სტიმულირება.
** ინდუსტრიის ტენდენციებისთვის თვალყურის დევნება ტექნოლოგიურ სიახლეებზე და საუკეთესო კრეატიულ პრაქტიკებზე დაკვირვება; ცოდნის გამოყენება ბრენდის სტუდიოს სტრატეგიაში, სერვისებსა და შეთავაზებებში;
** საჭიროების შემთხვევაში, ბრენდ სტუდიოს მასალებზე მუშაობა - სტატიების, ნიუსების, ქვიზების და სხვა ტიპის კონტენტის მომზადება.

დამატებითი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტრენდებისთვის თვალყურის დევნება, საზოგადოების განწყობების ცოდნა, ქვეყანაში არსებული ემოციური მდგომარეობის ანალიზი და გათვალისწინება.
** ასეთის არსებობის შემთხვევაში, ორგანიზაციისთვის დაკისრებული, შესაბამისი საგრანტო ვალდებულებების უპირობოდ აღსრულება;
** ოპერაციების გასაუმჯობესებელი ინიციატივების პროაქტიულად წარმოჩენა და აღმასრულებლებისთვის წარდგენა, შეთავაზება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: სასურველია, თუმცა არა აუცილებელი უმაღლესი განათლება. რეკრუტირებისას, შესაძლოა, პრიორიტეტი მიენიჭოს განათლებას ჟურნალიზმის, კომუნიკაციების, მარკეტინგის, ხელოვნების, ენათმცოდნეობის ან მონათესავე სკოლებს.
** კვალიფიკაცია: მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ჟურნალისტიკაში, მარკეტინგში, ხელოვნებასა ან კომუნიკაციებში; გუნდის მენეჯმენტის გამოცდილება;

უნარები და მახასიათებლები:

** წერის, რედაქტირების, კორექტირების, დეტალებსა და სიზუსტეზე ორიენტირებულობის უნარი.
** სამაგიდო კვლევების კეთების უნარი მაქსიმალურად მარტივი და სწრაფი გზებით.
** ონლაინმედიის ტენდენციების, SEO-ს საუკეთესო პრაქტიკის და ციფრული საგამომცემლო ინსტრუმენტების ღრმა გაგება.
** ციფრული პლატფორმების, სოციალური მედიის და ახალი ტექნოლოგიების ღრმა გაგება.
** ძლიერი ორგანიზაციული, პროექტის მენეჯმენტის უნარები. ერთდროულად მრავალი ამოცანის მჭიდრო დედლაინებში შესრულების უნარი.
** ეფექტური კომუნიკაციისა და გამოხატვის, რთული საკითხების მარტივად გადმოცემის უნარი;
** სხვა ადამიანებთან და გუნდებთან კოლაბორაციის სურვილი და უნარი.
** სუბორდინაციის დაცვა და პროფესიონალიზმის შენარჩუნების უნარი, მათ შორის, ინტენსიურ სამუშაო გარემოში. ემოციების კონტროლის უნარი.
** მედიის სამართლის, ეთიკისა და საავტორო უფლებების რეგულაციების ცოდნა.
** გამოცდილება კონტენტის მართვის სისტემებთან (CMS) და ანალიტიკურ პლატფორმებთან.
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** ამბის თხრობისას აუდიტორიის ჩართულობის გაზრდის უნარი;
** ლიდერის თვისებები; მათ შორის, მენტორობა, გუნდის შექმნა და გადაწყვეტილების მიღების უნარები

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ 13 დეკემბრამდე, ელფოსტაზე: hr@on.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე