Робота для біженців з України
გემის კაპიტანი - ყულევი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გემის კაპიტანი
მომწოდებელი: სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
კომპანია სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" (ყულევის ტერმინალი) აცხადებს ვაკანსიას გემის კაპიტნის პოზიციაზე.

მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი საზღვაო განათლება. სავალდებულოა გემის კაპიტნის სერტიფიკატი;
** სამუშაო გამოცდილება: გემზე კაპიტნად მუშაობა მინიმუმ 3 წელი;
** კომპიუტერული უნარები (Word, Excel);
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
** სამუშაო პროცესის ორგანიზების უნარი;
** პრობლემების და რისკების შეფასების უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** დამოუკიდებელი და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, მიწახაპია გემის უსაფრთხოდ მართვის უზრუნველყოფა.
** გემის სტაბილურობის, მანევრირების და ექსტრემალური სიტუაციების კონტროლზე პასუხისმგებლობა;
** რთული მეტეოროლოგიური ამინდის პირობებში გემის მართვის, ღუზაზე დგომის და საჭიროებისას დოკზე გაყვანის პასუხისმგებლობა;
** ყულევის ნავსადგურის მისასვლელი არხის დაღრმავების სამუშაოების ორგანიზება და გემის ეკიპაჟის მიერ შესრულებული სამუშაოების ეფექტურობაზე პასუხისმგებლობა;
** სამუშაოების შესრულებისას ზღვაზე უსაფრთხოებისა და ზღვის გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებაზე პასუხისმგებლობა;
** გემის მოცდენების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ანალიზისა და საპრევენციო ღონისძიებების მომზადება, ნავსადგურის დეპარტამენტის უფროსისათვის მიწოდება და მიღებული დავალებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** ეკიპაჟის, დროშისა და კლასის სერტიფიკატების ვალიდობის კონტროლი და პერიოდული მონიტორინგი;
** გემის გამართულობის კონტროლი, დაზიანებისა და ხარვეზების გამოვლენის მიზნით პერიოდული მონიტორინგის ჩატარება და შესაბამისი ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელ პირთან;
** გემზე უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნის, შრომის და სახანძრო უსაფრთხოების საკითხების კოორდინაცია და კონტროლი.
** გემების მიერ ზღვაში სიცოცხლის უსაფრთხოების საერთაშორისო კონვენციის (SOLAS), გემების მიერ დაბინძურების თავიდან აცილების საერთაშორისო კონვენციის (MARPOL) და უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო კოდექსის (ISM Code) მოთხოვნების შესრულების პროცესის მართვა;
** გემის და მისი ეკიპაჟების უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მოსალოდნელი საფრთხის იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მაკორექტირებელი ქმედებების/რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება შესაბამისი პირებისათვის.

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

** ყოველთვიური ანაზღაურება (ოდენობა განისაზღვრება ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით);
** სამუშაო პერიოდი - ცვლიანი სამუშაო დრო. საანგარიშო თვეში კალენდარულ დღეთა რაოდენობის გათვალისწინებით სამუშაო ცვლების რაოდენობა არანაკლებ 14 და არა უმეტეს 16 ცვლა;
** უფასო კვება;
** კორპორატიული სატელეფონო მომსახურება;
** კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az

ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.

** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** დიპლომის ასლი;
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

დოკუმენტების წარმოდგენის ბოლო ვადა - 26.12.2024

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე