Робота для біженців з України
საზღვაო უსაფრთხოების ინსპექტორი - ყულევი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საზღვაო უსაფრთხოების ინსპექტორი
მომწოდებელი: სოკარი - შპს შავი ზღვის ტერმინალი
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
სოკარი - შპს "შავი ზღვის ტერმინალი" აცხადებს ვაკანსიას საზღვაო უსაფრთხოების ინსპექტორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ხობი, ყულევი, საქართველო.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების კარგ შესაძლებლობას;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გუნდთან მუშაობას;
** ცოდნისა და გამოცდილების სრულფასოვანი რეალიზების პერსპექტივას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** სამუშაო საათების მოქნილობას;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობებს.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება - უმაღლესი, საზღვაო სფეროს მიმართულებით (საზღვაო საინჟინრო ან მსგავსი საგანმანათლებო პროგრამები), უპირატესია პროფესიული სერთიფიკატი საზღვაო ინსპექტირების ან საზღვაო უსაფრთხოების სფეროში.
** გამოცდილება - სასურველია საზღვაო ინდუსტრიაში, გემთმშენებლობის ან საზღვაო ინჟინერიის მიმართულებით.
** რეგულაციების ცოდნა - საქართველოს კანონმდებლობისა და IMO-ს (საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია) მიერ დადგენილი საერთაშორისო საზღვაო რეგულაციების მაღალ დონეზე ცოდნა.
** დეტალებისადმი ყურადღება - ინსპექტირების დროს საფრთხისა და შეუსაბამობის საკითხების აღმოჩენის უნარი.
** პრობლემის გადაჭრის უნარი - უსაფრთხოებისა და შესაბამისობის გასაუმჯობესებლად ეფექტური გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების მიწოდების შესაძლებლობა.
** კომუნიკაცია - კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაცია ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.
** ფიზიკური შესაძლებლობა - მცურავი საშუალებების მჭიდრო სივრცეებში მანევრირების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** საზღვაო აკვატორიაში, სანაპირო ზოლსა და ნავსადგურის ტერიტორიაზე სამუშაოების უსაფრთხოდ ჩასატარებლად დადგენილი მოთხოვნების კონტროლი.
** საზღვაო ოპერაციებისთვის სამუშაო ნებართვის (PTW) სისტემის გამოყენება.
** ზღვაში სიცოცხლის უსაფრთხოების საერთაშორისო კონვენციის (SOLAS) მოთხოვნების ცოდნა.
** უსაფრთხოების მართვის სისტემებთან შესაბამისობის შესაფასებლად, ნავსადგურის საზღვაო ობიექტებისა და მცურავი საშუალებების უსაფრთხოების აუდიტის ჩატარება.
** გააკონტროლოს გემების მიერ ზღვაში სიცოცხლის უსაფრთხოების საერთაშორისო კონვენციის (SOLAS), გემების მიერ დაბინძურების თავიდან აცილების საერთაშორისო კონვენციის (MARPOL) და უსაფრთხოების მართვის საერთაშორისო კოდექსის (ISM Code) მოთხოვნების შესრულების პროცესი.
** მცურავი საშუალებების და მათი ეკიპაჟების უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მოსალოდნელი საფრთხის იდენტიფიცირება, რისკების შეფასება და მაკორექტირებელი ქმედებების/რეკომენდაციების შემუშავება და გაცემა.
** საზღვაო ინციდენტებისა და უბედური შემთხვევების კვლევებში მონაწილეობის მიღება, მიზეზების დადგენა და რეკომენდაციების გაცემა სამომავლოდ მსგავსი ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.
** ინსპექტირების, აუდიტისა და მოკვლევის ანგარიშების დეტალური ჩანაწერების წარმოება და შენახვა.
** უსაფრთხოების პრობლემების გადასაჭრელად მცურავ საშუალებებთან მჭიდრო კომუნიკაცია.
** მცურავი საშუალებების ეკიპაჟებისთვის და საზღვაო სფეროში მომუშავე პერსონალისთვის უსაფრთხოების პროტოკოლებთან, საგანგებო პროცედურებთან და მარეგულირებელ ნორმებთან დაკავშირებით პერიოდულად, შიდა ტრენინგების ჩატარება

ანაზღაურება და დამატებითი პირობები:

** ყოველთვიური ხელფასი (ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე);
** სამუშაო პერიოდი - კვირის ყოველი დღე - დასვენების (შაბათი-კვირა) და უქმე დღეების გარდა, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე (სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების დრო);
** უფასო კვება;
** კორპორატიული სატელეფონო მომსახურება;
** კორპორატიული ტრანსპორტით მომსახურება (ხობი, სენაკი, ფოთი, ბათუმი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა (ინდივიდუალური ან/და საოჯახო) გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდგომ.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, წარმოადგინოთ საბუთები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: dmamaladze@bst.socar.az; d.bagaturia@bst.socar.az
ტელ: 577 95 87 41; 0 322 24 38 38.

** CV ფოტოსურათით (ქართულ და ინგლისურ ენებზე);
** პირადობის მოწმობის ან/და პასპორტის ასლები;
** დიპლომის ასლი;
** ტრენინგების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "შავი ზღვის ტერმინალმა" მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე