დასახელება:
ახალგაზრდული და მოხალისეობრივი პროექტების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
ჰერა XXI
|
გამოქვეყნდა: 27 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 10 დეკემბერი
|
არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია "HERA XXI" აცხადებს ვაკანსიას ახალგაზრდული და მოხალისეობრივი პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული (10:00-18:00); ჰიბრიდული რეჟიმი
ანაზღაურება: შეთანხმებით (განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად)
ძირითადი მოვალეობები:
** ახალგაზრდული და მოხალისეობრივი კომპონენტის მართვა;
** პროექტების წლიური სამუშაო/მონიტორინგის გეგმების შემუშავება და პროექტების განხორციელების მონიტორინგი;
** პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა, დოკუმენტაციის აკურატული ფაილიონგი და ანგარიშგება დონორების მიერ მოთხოვნის ვადების გათვალისწინებით;
** სტატისტიკის წარმოება;
** პროექტის რისკების მართვა;
** პროექტის შესრულების ანგარიშების მომზადება;
** პროექტებში ჩართულ ყველა ორგანოსთან ეფექტური კომუნიკაცია, დელეგირება და კოორდინაცია ორგანიზაციის შტატთან;
** ახალგაზრდული და მოხალისეობრივი მიმართულებით ფონდების მოძიება, დამატებით რესურსების შექმნა და ახალი პროექტების წერა;
** თვალყური ადევნოს, მუდმივად ეცნობოს და ესმოდეს ქვეყანაში ეროვნულ საკანონმდებლო სივრცეს, ორგანიზაციის სამუშაო თემატიკიდან გამომდინარე.
** უზრუნველყოს ეფექტური კომუნიკაცია/თანამშრომლობა სახელმწიფო უწყებებთან, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივ დონეზე (მუნიციპალურ დონეზე), სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო დონორებთან;
** დაამყაროს პარტნიორული ურთიერთობები ახალ ორგანიზაციებთან და ხელი შეუწყოს ცოდნისა და ინფორმაციის ურთიერთ-გაცვლას, გაზიარებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არასამთავრობო სექტორში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** პროექტების წერის, დაგეგმვის და განხორციელების თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (word/excel/PowerPoint, ელ-ფოსტის სარგებლობა);
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა;
** ესმოდეს სოციალური ქსელების მართვის პრინციპები.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კრეატიულობა
** დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სწავლების უნარი
** გუნდური მუშაობა
მოცემულ პოზიციაზე მომუშავე პირს მოუწევს მივლინება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV), რეკომენდაცია ბოლო დამსაქმებლისგან და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელფოსტის მისამართზე: xxihera@gmail.com 2024 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით სამუშაო დღის ბოლომდე.
ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.hera-youth.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +995 32 201 12 21
|
|
|
|