დასახელება:
მარაგების მართვის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
OnePrice
|
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
|
უკრაინული მაღაზიათა ქსელი "OnePrice" არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 24-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მასშტაბით. "OnePrice" მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს. https://oneprice.ge/
"OnePrice" აცხადებს ვაკანსიას მარაგების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები:
** მარაგების მართვა;
** უარყოფითი ნაშთების ფილიალებში აღმოჩენა და კონტროლი;
** ფილიალებში მიღებული და გაცემული პროდუქციის ზედნადებების კონტროლი;
** საწყობსა და ფილიალის მენეჯერებთან აქტიური კომუნიკაცია და ჩართულობა მარაგების მართვის პროცესში;
** ინვენტარიზაციის ჯგუფთან კომუნიკაცია და მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** რითეილის დარგში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** რუსული და ინგლისური ენების B2 დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
** სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კვირაში 40 საათიანი სამუშაო განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე;
** პროფესიული განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობა;
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთან აკმაყოფილებთ განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oneprice.ge ან დაგვიკავშირდით 591 900 012, 599 574 777. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
"OnePrice" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|