Робота для біженців з України
წყალმომარაგების მიმართულების ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წყალმომარაგების მიმართულების ინჟინერი
მომწოდებელი: ბაუმერი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
კომპანია "Baumer - ბაუმერი" ინოვატორი და მაღალკვალიფიციური გუნდით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სამი ძირითადი პროფილით პოზიციონირებს:

** საინჟინრო სისტემების პროექტირება.
** საინჟინრო სისტემებისათვის საჭირო მაკომპლექტებელი მასალის იმპორტი.
** საინჟინრო სისტემების საინსტალაციო სამუშაოების შესრულება.

დღეისათვის ბაუმერს არაერთი მსხვილი და რეგიონალური მნიშვნელობის პროექტი აქვს შესრულებული.

ბაუმერის გუნდი მუდმივად ვითარდება და აქტიურად მიჰყვება მსოფლიოში არსებულ უახლეს ტენდენციებსა და ტექნოლოგიებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას წყალმომარაგების მიმართულების ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია/მოვალეობები:

** პროექტის პირველადი შესწავლა და ტექნიკური მხარის სრულად შეფასება;
** გეგმის/გრაფიკის შედგენა და საპროექტო სამუშაოების შესრულება;
** საპროექტო დოკუმენტაციის ანალიზი და პროექტების ფასწარმოქმნა;
** შიდა მიღება-ჩაბარებების დროული წარმოების უზრუნველყოფის მონიტორინგი;
** ახალი მიმართულებების განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** პროექტების დაგეგმილი მარჟების კონტროლი;
** ხარჯთაღრიცხვაზე კრიტიკული შენიშვნების და რეკომენდაციების წარმოდგენა, ასევე პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ოპტიმალური (რეალური) თანხებისა და ვადების დადგენა;
** ხარჯთაღრიცხვის დეტალური ანალიზი - კონკრეტული პოზიციების შესაბამისად მასალების და ხელობის ფასების ადეკვატურობის დადგენა;
** გადახარჯვების, ხარისხობრივი თუ ტექნოლოგიური ელემენტების დარღვევის რისკების პროგნოზირება, ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა და პრევენცია;
** დამკვეთების ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტირება;
** დამკვეთის და არქიტექტორის მიერ მიწოდებული საინჟინრო დოკუმენტების მართვა, მონიტორინგი და ცვლილებების მართვა;
** ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობა;
** საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** აღმოჩენილი ხარვეზზე დამკვეთთან კომუნიკაცია და ტექნიკური გამოსავლის მოძიება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება; (ინჟინერი)
** სამშენებლო-საინჟინრო პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;

პროფესიული უნარები:

** პრეზენტაბელური;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული;
** ცვალებად გარემოსთან სწრაფად ადაპტირების უნარ-ჩვევები;
** მკაცრად განსაზღვრულ ვადებში ეფექტურად მუშაობის უნარი;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** მენეჯერული უნარები;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: vacancy@baumer.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე