დასახელება:
ანალიტიკისა და რეპორტინგის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სადაზღვევო კომპანია ალფა
|
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
|
"ალფა დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკისა და რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით 09:00-18:00 სთ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ფინანსური ანგარიშგების სიზუსტისთვის პროგრამაში ასახული მონაცემების დამუშავება და მათი სიზუსტის გადამოწმება;
** ანალიტიკისა და რეპორტინგის სამსახურის სტრატეგიის დაგეგმვაში უშუალო მონაწილეობის მიღება;
** რეპორტინგის ფორმების შემუშავება, დანერგვა და არსებული ფორმების გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება;
** მონაცემების დამუშავება, რეპორტინგის წარმოება და წარმოებული ანგარიშის მიწოდება შესაბამისი ვადების გათვალისწინებით;
** შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
** ყოველთვიური მოგება-ზარალის ანგარიშის მომზადება;
** დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში წარსადგენი ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** წლიური ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ფინანსური ანგარიშგების აუდიტის პროცესში ჩართულობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: hralpha@alpha.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|