Робота для біженців з України
ადმინისტრატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ესთეტიკური მედიცინის ცენტრი პეტრა
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
პეტრა - ესთეტიკური მედიცინის ცენტრი, რომელიც რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს რამდენიმე ქალაქში.

პოზიცია - ადმინისტრატორი
ადგილმდებარეობა - ქ. ქუთაისი, წერეთლის 21
სამუშაო დღეები - კვირაში 5 დღე (დასვენება: სამშაბათი, ხუთშაბათი)
სამუშაო საათები - 10:00 - 19:00;
ანაზღაურება - 630 ლარი

მოვალეობები:

** ჯავშნების მიღება და პროგრამულად გატარება;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა;
** მომხმარებელთან ეფექტური და პოზიტიური კომუნიკაციის დამყარება;

გამოგვიგზავნეთ რეზიუმე თუ:

** ხართ მიზანდასახული და ინიციატორი;
** ხართ დისციპლინირებული და პუნქტუალური:
** მეტყველებთ გამართულად ქართულად;
** ფლობთ საოფისე და კომპიუტერულ პროგრამებს ან შეგიძლიათ მარტივად აითვისოთ.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ CV, თანდართული ფოტოსურათით, მისამართზე: petra.vacancy@gmail.com და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება: "ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ჩვენ დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე