Робота для біженців з України
წარმოების ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების ბუღალტერი
მომწოდებელი: რესტოაუდიტი
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი / ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
შპს "რესტოაუდიტი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ბუღალტრის / Cost-controller პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მუშაობის გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (ჩაითვლება უპირატესობად);
** განათლება - უმაღლესი;
** MS Excel-ისა და Word-ის ცოდნა - საშუალო დონეზე;
** აუცილებელია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

სამუშაოს აღწერილობა:

** პროგრამაში დოკუმენტების გატარება (ზედნადები, ჩამოწერები, აღწერები და ა.შ.);
** ინვენტარიზაციის შედეგების ანალიზი;
** მარაგების ნაშთების კონტროლი;
** ტექნოლოგიური ბარათების რედაქტირება და ანალიზი;
** ყოველკვირეული და ყოველთვიური რეპორტების მომზადება და გაგზავნა;
** ხელმძღვანელობისგან მიღებული საქმიანობასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნება;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციისა და პოზიტიური ურთიერთობების დამყარების უნარი, როგორც კოლეგებთან, ასევე მომხმარებლებთან;
** პუნქტუალურობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მუშაობას მაღალკვალიფიციურ და გამოცდილი პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდში;
** მეგობრულ და პოზიტიურ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: Contact@Restoaudit.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "წარმოების ბუღალტერი".

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე