დასახელება:
მიმღები-ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
სასტუმრო 21
|
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
|
33-ნომრიანი სასტუმრო (კონსტანტინე ერისთავის 21, ავლაბარში) - "Hotel 21" აცხადებს ვაკანსიას რეცეფციის თანამშრომლის (მიმღები-ადმინისტრატორის) პოზიციაზე.
დასახელება: ადმინისტრატორი/რეცეფციის თანამშრომელი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განრიგი: 4 დღეში ერთხელ 24-საათიანი ცვლა (10:00 დან მეორე რის 10:00 მდე)
თვიური ხელფასი: 1100 ლარი (გადასახადების ჩათვლით)
პოზიციის როლი და პასუხისმგებლობა:
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების მეგობრული მიღება-განთავსება
** პროგრამა Arealy -ში სტუმრის შესახებ ინფორმაციის შეყვანა
** ჩამომსვლელი/ახალი სტუმრების სიის ყოველდღიური შემოწმება
** სტუმრების მოთხოვნების დამუშავება და შესაბამისი რეაგირება; მათ კითხვებზე დროული პასუხი პოზიტიური შედეგის მისაღწევად
** სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში მისი გადაჭრის გზების მოძიება უმოკლეს ვადაში
** სტუმრებთან ანგარიშსწორების წარმოება კომპანიის სტანდარტ შესაბამისად
** ფლობდეს განახლებულ ინფორმაციას სასტუმროს ოთახის კატეგორიების, ფასების, აქციების, პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ, რათა შეძლოს სტუმრებისთვის მისი კომპეტენციის ფარგლებში სტუმრების მიღება - განთავსება
** დანაკარგების თავიდან აცილება სათანადო კრედიტ პოლიტიკის განხორციელების გზით და კომპანიაში დანერგილი Cash policy-ის შესაბამისად მოქმედება
** ცვლების გადაბარება კომპანიაში დანერგილი სტანდარტის შესაბამისად
** სხვადასხვა დეპარტამენტებისთვის რეპორტების გამზადება/მიწოდება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 1-2 წელი
** ქართული, ინგლისური და რუსული ენის ცოდნა მაღალ დონეზე
** კარგი კომუნიკაციის უნარი
** ჯავშნების პროგრამა - Arealy-ში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით მითითებულ ელფოსტაზე nikolozipsales@gmail.com; გთხოვთ, მიუთითოთ საგნის ხაზში პოზიციის სათაური.
|
|
|
|