დასახელება:
მიმტანი
|
მომწოდებელი:
City Hotels
|
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
|
სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
პირობები:
** გრაფიკი: 06:00-15:00 (ზოგჯერ 09:00-18:00); კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება.
** სამუშაო ადგილი: თბილისი (სასტუმრო "City Avenue" - მის: აღმაშენებლის # 140 ბ) და სასტუმრო "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- მის: თამარ მეფის# 24)
ჩვენ გთავაზობთ:
** კვებით უზრუნველყოფას;
** დილის საათებში ტრანსპორტით უზრუნველყოფას;
** TBC ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა;
** სასურველია მიმტანის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა, შეკვეთის მიღება და გამასპინძლება;
** სტუმრის წასვლის შემდგომ, მაგიდებისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგება კომპანიის მიერ დაწესებული სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;
** სტუმრისათვის სასიამოვნო და დადებითი გარემოს შექმნა;
** სასტუმრო ოთახებში უფასო სასმელების განახლება;
** სტანდარტების შესაბამისად, მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნება;
** ანგარიშსწორების წარმოება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** ენერგიულობა;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა.
"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებგვერდზე: https://www.cityhotels.ge
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595977967
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|