დასახელება:
ბარის თანამშრომელი
|
მომწოდებელი:
SKA
|
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
|
"სკა" არის საქართველოში პირველი ჯანსაღი კვების ქსელი, რომლის მისიაცაა საზოგადოებაში, აქტიური და ხალისიანი ცხოვრების წესის წახალისება.
"სკას" გუნდში ბარის თანამშრომლის ვაკანსიაა.
სამუშაო განაკვეთი: ნახევარი და სრული; 3, 4 ან 5 დღე (ჩვენთან სწავლისა და მუშაობის შეთავსება შესაძლებელია)
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება პროდუქტების შესახებ და შეკვეთების მიღება;
** ცხელი და ცივი სასმელების, წვენების, სმუზების, სენდვიჩებისა და მენიუში შემავალი სხვა პროდუქტების სტანდარტების მიხედვით მომზადება;
** პროდუქციის ვადების კონტროლი და შენახვის წესების დაცვა;
** დარბაზში და ბარში სისუფთავის/ჰიგიენური ნორმების დაცვა.
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდ ანაზღაურებას;
** ანაზღაურებად სტაჟირებას;
** მნიშვნელოვან ხელშეწყობას გრაფიკზე;
** კვებაზე 50%-იან ფასდაკლებას;
** Fitpass-ს;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
თუ გსურს, რომ უკეთ გაგვიცნო გადადი ბმულზე: https://www.facebook.com/reel/880651874099890
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://www.app.helio-ai.com/apply/xdi87kym5s541jx3?src=jobs.ge
** აღნიშნულ ვაკანსიებზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს 2 (ორი) წლის ვადით წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე, სააპლიკაციო ფორმა) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
|
|
|
|