დასახელება:
ხარისხის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Carrefour Georgia
|
გამოქვეყნდა: 26 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 26 დეკემბერი
|
"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.
"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.
"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და შემდგომ ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** რეგულარული ვიზიტები კარფურის ფილიალებში;
** სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის დანერგვა და კონტროლი;
** HACCP საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვა და კონტროლი;
** მაღაზიისთვის სურსათის უვნებლობის აუდიტების ჩატარება, დაფიქსირებულ შეუსაბამობებზე მაღაზიასთან ერთად მაკორექტირებელი ქმედებების გეგმის განსაზღვრა, კონტროლი;
** პერსონალისთვის სურსათის უვნებლობის მოთხოვნების შესახებ ტრენინგების ჩატარება;
** მაკონტროლებელი ორგანიზაციების და კონტრაქტორი კომპანიების (მაგ. დერატიზაცია-დეზინსექცია, ლაბორატორია) ვიზიტებზე დასწრება, რეკომენდაციების გათვალისწინება და მაღაზიასთან ერთად მაკორექტირებელი გეგმის დასახვა, კონტროლი;
** ხარისხისა და ჰიგიენის დეპარტამენტში განაწილებული მოვალეობების შესრულება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება აგრარული მეცნიერებების (მაგ. სურსათის მეცნიერების, სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგიის), ან მეცნიერების - (მაგ. მიკრობიოლოგიის და სხვ.) დარგებში;
** სურსათის უვნებლობის, ჰიგიენის ან ვეტერინარიის სფეროში მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენის თავისუფლად ფლობა და ინგლისური ენის კარგი დონე (წერა, კითხვა, სასაუბრო ინგლისური);
** კომპიუტერის კარგი დონე (MS Office პროგრამები);
** სურსათის უვნებლობის სფეროში ტრენინგი ჩაითვლება უპირატესობად.
თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გაქვთ სურვილი დასაქმდეთ და განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მეილზე: recruitment-geo@mafcarrefour.com
გთხოვთ Subject ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ხარისხის მენეჯერი, სხვა შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას" მიერ (ს/ნ.: 404923749; იურ. მის.: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია) მათ შორის, უფლებამოსილი პირის (შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს"; 240254; მის.: საფოსტო ყუთი 22797, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: recruitment-geo@mafcarrefour.com
ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე.
შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|