Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 29 ნოემბერი
კლინიკა "მედი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს, იგი წარმატებულად წარმოადგენს ცნობილი ესთეტიკური ინოვაციების კლინიკათა ქსელს "მედი-ესთეტიკს" საქართველოში.

კლინიკაში წარმოდგენილია ესთეტიკური მედიცინის სრული სპექტრი: პლასტიკური ქირურგია, კოსმეტოლოგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, პროქტოლოგია.

კლინიკა "მედის" პრიორიტეტები:

** საუკეთესო მომსახურება
** კვალიფიციური ექიმები
** უახლესი ტექნოლოგიები
** მუდმივი განვითარება
** პაციენტებზე და დასაქმებულებზე ორიენტირებული გარემო

კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული;
ანაზღაურება: 1500-1750 ლარი გამოცდილების შესაბამისად;

ჩვენ ვიწვევთ ნიჭიერ სპეციალისტებს, რომელთაც სურთ კარიერული წინსვლა და განვითარება, თქვენ იქნებით დასაქმებული ევროპის დონის კლინიკაში. ჩვენი კომპანიის მენეჯერები იმუშავებენ თქვენთან ერთად გუნდურად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წელი;
** უმაღლესი განათლება ფინანსების დარგში ან ზუსტ მეცნიერებებში;
** საგადასახადო კოდექსისა და საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
** აუცილებელია MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა.
** სავალდებულოა საბუღალტრო პროგრამა "ინფო-საწარმოს" სრულყოფილი ცოდნა (პრაქტიკული გამოცდილება);

ფუნქცია-მოვალეობები:

** საქონლის იმპორტის თვითღირებულების გაანგარიშება/ შემოსავალში აღება;
** ყოველდღიურად საწყობის მიხედვით RS-ის საიტზე ატვირთული ს.ზ და ა.ფ-ს ჩამოტვირთვა-ატვირთვა/მიღება/შედარება/შემოსავალში ასახვა/ბუღალტრულ პროგრამაში გატარება;
** სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოებზე გახარჯული მასალების ჩამოწერა;
** ინვენტარიზაციის პროცესის მართვაში მონაწილეობა და მასალების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში;
** ხელფასების დარიცხვა-გადარიცხვა;
** საბანკო ოპერაციებს წარმოება;
** არარეზიდენტ მომწოდებლებთან ანგარიშსწორება და დაბეგვრა საგადასახადო კოდექსის თანახმად;
** საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება

საქმიანი თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი ხარისხი;
** კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ანალიტიკური აზროვნება;
** კრიტიკული აზროვნება.
** ორგანიზებულობა;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** დასაქმებას ევროპის დონის კლინიკაში;
** სტაბილურ ანაზღაურებას;
** მიმზიდველ ფასდაკლებას კლინიკის მომსახურებაზე თანამშრომლებისა და მათი ნათესავებისთვის;
** ჯანმრთელობის დაზღვევას.

კანდიდატების შერჩევა წარმოებს გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@medi.ge, 2024 წლის 29 ნოემბრამდე, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე (CV) არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე