Робота для біженців з України
ემერჯენსის დღის რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ემერჯენსის დღის რეგისტრატორი
მომწოდებელი: ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
"სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა" აცხადებს ემერჯენსის დღის რეგისტრატორის ვაკანსიას.

სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 - სამუშაო დღეებში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლინიკის მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, შემოსული პაციენტების მიღება
** პაციენტების სამედიცინო დოკუმენტაციის რეგისტრაცია პროგრამაში
** ჯანდაცვის პორტალზე მუშაობა, კერძოდ: საგარანტიოების გააქტიურება, შესაბამისი ინფორმაციის პორტალზე ატვირთვა, დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სპეციალისტთან გადამისამართება
** ფინანსური ანგარიშგების წარმოება, სალარო აპარატის და ტერმინალის მეშვეობით

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება
** სასურველია სალარო აპარატთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** სასურველია პროგრამა softmedic-ში მუშაობის გამოცდილება

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: Hrkhechinashvili@gmail.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N33

რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით).
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე