დასახელება:
კორპორატიული დაზღვევის უმცროსი მენეჯერი
|
მომწოდებელი:
სადაზღვევო კომპანია ალდაგი
|
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 02 დეკემბერი
|
სს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული დაზღვევის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე, კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 66ა (სათავო ოფისი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება;
** სადაზღვევო მომსახურების გაცნობის მიზნით სხვადასხვა კომპანიებისთვის პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება;
** პოტენციური კლიენტებისთვის კორპორატიული სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
** გაყიდვების გეგმების შესრულება;
** კლიენტისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მომზადების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება საბანკო ან/და სადაზღვევო სფეროში, გაყიდვების მიმართულებით;
** სასურველია კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
აუცილებელი უნარები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** კომუნიკაბელური
** ორგანიზებული
** პორტფელის მართვის უნარი
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული
** ორგანიზებული
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი CV 2024 წლის 2 დეკემბრის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - "კორპორატიული დაზღვევის უმცროსი მენეჯერი".
სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
|
|
|
|