Робота для біженців з України
მოლარე-კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: OnePrice
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
"OnePrice" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

"OnePrice" არის ახალი და სწრაფად მზარდი მაღაზიების ქსელი, რომელიც უკვე 24 ფილიალს ითვლის. მან მოკლე დროში მოიპოვა მრავალი მომხმარებლის სიყვარული, რადგან ის სთავაზობს დიდი არჩევანს და დაბალ ფასებს.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

გვაქვს ახალი შეთავაზება:

ჩვენი კომპანია მზადაა, დამწყებთათვის შეასწავლოს ეს საპასუხისმგებლო და საამაყო პროფესია. ყველა მსურველს, ვინც ამ სფეროს შესწავლას მოისურვებს, შევთავაზებთ 6-თვიან სწავლებას და დასაქმებას ერთდროულად.

მოთხოვნები:

** სურვილი, სწავლის და დასაქმების;
** გაუწიოს მომხმარებელს ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** ორიენტირებული იყოს მაღაზიაში რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში პროდუქციის დროულად და ეფექტურად განთავსების კონტროლი;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ხელმძღვანელებთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზები;
** სალაროზე მუშაობა;
** საქონლის წინასწარი მომზადება (საქონლის წარდგენა, ფასის ეტიკეტების რეგისტრაცია და ა.შ.);
** გაყიდვების ზონაში სისუფთავისა და წესრიგის დაცვა;
** მაღაზიის გაყიდვების გეგმების შესრულება, მომხმარებელთა ბაზის გაზრდა;
** კონსულტაცია და მეგობრული მომსახურება, დახმარება პროდუქტის არჩევაში;
** მაღაზიის ტექნოლოგიურ პროცესებში მონაწილეობა;

სამუშაო პირობები:

** სტაბილურ კომპანიაში მუშაობა;
** ორი დღე მუშაობა ორი დღე დასვენება (10:00-დან 22:00-მდე - ანაზღაურება, 900 ლარი ხელზე ასაღები); ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შემთხვევაში (14:00-დან 22:00-მდე - ანაზღაურება, ხელზე ასაღები 700 ლარი);
** თავის გამოჩენის შემთხვევაში დაწინაურება + ბონუსები (გაყიდვებიდან და მონდომებული მუშაობიდან გამომდინარე).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები ელფოსტაზე: hr@oneprice.ge ან დაგვირეკეთ ნომერზე: 591 900 012; 599 574 777

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე