დასახელება:
ლუდის გაყიდვების-კონსულტანტი
|
მომწოდებელი:
ზღვა ლუდი
|
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
|
კომპანია "ზღვა ლუდი", ქართულ ბაზარზე 2020 წლიდან არის წარმოდგენილი და სთავაზობს მომხმარებლებს ჩამოსასხმელი ლუდის ყველაზე ფართო არჩევანს. ჩვენს მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია 50 სახეობის ჩამოსასხმელი ლუდი, როგორც მსოფლიო მწარმოებლების, ასევე ცოცხალი ლუდის ექსკლუზიური სახეობები. კომპანია მუდმივად ვითარდება, და დღესდღეობით წარმოდგენილია 15 დიდი მაღაზიით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.
"ზღვა ლუდი"-ის მიზანია მომხმარებელს შესთავაზოს საუკეთესო ლუდის ყველაზე დიდი არჩევანი და მომსახურების მაღალი სტანდარტი.
კომპანია "ზღვა ლუდი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: ლუდის გაყიდვების-კონსულტანტი
სამუშაო პირობები: ადგილმდებარეობა: ქ. თბილისში; გლდანი, ხიზანიშვილის 69; ქ. თბილისი; ისანი; აწყურის ქ.
სამუშაო განაკვეთი:
** კვირაში: 40 საათი (18:00-02:00 შეთანხმებით, ტაქსს კომპანია იძახებს ღამის საათებში);
** შესვენება: 1 საათი;
** კვირაში ორი დასვენების დღე;
** ხუთ დღიანი არაანაზღაურებადი სტაჟირება/პრაქტიკა;
** ანაზღაურება გაზრდის პერსპექტივით: 900 ლარიდან (მოჭრილი ხელფასი + ბონუსი)
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა.
ბენეფიტები: 30 % ფასდაკლების ბარათი კომპანიის პროდუქციაზე (3 თვის შემდეგ);
ტრანსპორტირება ღამის ცვლაში,
ძირითადი მოვალეობები:
** ლუდის ჩამოსხმა;
** პროდუქციის გაყიდვა;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** აკონტროლებს საწყობიდან საქონლის მიღებას, ორგანიზებას უწევს მათ აღრიცხვასა და შენახვას;
** აწარმოებს ფულადი სახსრებისა და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციას;
** აკონტროლებს აღჭურვილობის ტემპერატურული რეჟიმების შემოწმების გრაფიკის წარმოებას;
** თვალყურს ადევნებს მაღაზიაში წესრიგისა და სისუფთავის დაცვას;
** იცავს კომპანიაში არსებულ მომსახურების სტანდარტებსა და წესებს;
** ფასების, ფასდაკლებებისა და ეტიკეტების შესაბამისობის უზრუნველყოფა.
უნარები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მექანიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** აქტიური რეჟიმში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: staff@zgvaludi.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება და სასურველი ლოკაცია".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
შპს "ზღვა ლუდი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|