Робота для біженців з України
ფინანსური მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: ვილსმენი
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
სატრანსპორტო კომპანია "ვილსმენი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ვილსმენი" - ტრანსპორტი და ლოგისტიკა ჩვენი სამყაროა. ჩვენი საქმიანობა მოითხოვს მასშტაბურ აზროვნებას. ამბიციების გარეშე წარმატებული ვერ იქნები. ჩვენი გუნდისთვის დამახასიათებელია მასშტაბური, თამამი იდეები, რაც გვეხმარება აქტუალურობისა და მოწინავე პოზიციების შენარჩუნებაში ჩვენს სფეროში.

კომპანიის ვებგვერდი: http://www.wheelsman.ge

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, გიორგი სააკაძის მოედანი
განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:30
ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ორგანიზაციის ფინანსების ადმინისტრირება და მართვა, საბრუნავი საშუალებების კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის სიზუსტის კონტროლი;
** ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ბიუჯეტის შედგენა და შესრულების კონტროლი;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანების კონტროლი;
** კომპანიის ვალდებულებებისა და მასთან დაკავშირებული რისკების ანალიზი და მართვა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან და საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა;
** კომპანიის ფინანსური რისკების შეფასება და მასზე დროული რეაგირება;
** კომპანიის ბუღალტრული განყოფილების მართვა და კონტროლი;
** ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმება და კონტროლი;
** საგადასახადო და ფინანსურ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მართვა;
** ანგარიშების მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა დადგენილ ვადებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით);
** შესაბამის სფეროში მინიმუმ 2-წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის კარგი ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, მათ შორის, Excel-ის სრულყოფილი ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი;
** შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემური სიტუაციის მართვის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@wheelsman.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ფინანსური მენეჯერი".

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე