Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: დაჯი
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
ტექ-ინსპექტირების კომპანია "დაჯი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "დაჯი" 28 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე.

ჩვენი გუნდი მუდმივ განვითარებაზეა ორიენტირებული და მომხმარებელს ყოველთვის მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთან კომუნიკაცია, მათი ინფორმირება;
** მომხმარებლის რეგისტრაცია;
** ინსპექტირების ანგარიშის გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ოფის-მენეჯერის ან ოპერატორის/რეგისტრატორის პოზიციაზე;
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენებს ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** მომხმარებელზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

ანაზღაურება: 1000 ლარი
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, გლდანი, ქერჩის ქუჩა 10; ქ. თბილისი, ლეო კერესელიძის ქუჩა 1.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrpticenter@gmail.com და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე დამუშავებული და შენახული იქნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

შპს "დაჯი" გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე