Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=599244&print=yes&view=jobs
 
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 05 დეკემბერი
ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისის სათაო ოფისი
განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქართულ ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც გამოირჩევა  სოციალური პასუხისმგებლობით, გამჭვირვალობითა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტებით. ამ მიმართულებებში კომპანიას თავისი საქმიანობის მანძილზე მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი აღიარება აქვს მოპოვებული. "კრისტალი" უკვე 25  წელია  წარმატებით ოპერირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 50-მდე  ფილიალის მეშვეობით ხელს უწყობს ათასობით მომხმარებლის ეკონომიკურ განვითარებას.

"კრისტალის" დიდი გუნდი აერთიანებს  1000-ზე მეტ ადამიანს, რომლებიც ქმნიან  საერთო ღირებულებებზე - გუნდურობასა და განვითარებაზე დაფუძნებულ კორპორატიულ კულტურას. სწორედ ასეთი გარემო და ურთიერთობები განაპირობებს ჩვენი კომპანიის სიძლიერეს, სტაბილურობასა და წარმატებას.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის პერსონალური კომპიუტერებისა და ქსელის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფა;
** პერსონალურ კომპიუტერებზე ოპერაციული სისტემებისა და სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია
** პერსონალური კომპიუტერების ტექნიკური ზედამხედველობა
** კომპიუტერული ტექნიკისა და სავალუტო აბრების დაზიანების ლოკალიზაცია და აღმოფხვრა
** ორგანიზაციის ფილიალებში ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესის დასრულება
** ორგანიზაციის თანამშრომლების ტექნიკური მხარდაჭერა
** IT სერვისების განყოფილებაში iშემოსული ზარების, წერილების დამუშავება და შესაბამისი რეაგირება
** თანამშრომლების ინსტრუქტაჟი კომპიუტერულ ტექნიკის მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებზე
** ორგანიზაციაში IT საკითხებში მოქმედი უსაფრთხოების ინსტრუქციების და ნორმატიული აქტების შესრულებაზე ზედამხედველობა
** ორგანიზაციაში არსებული ინფორმაციული უსაფრთხოების სტანდარტების და პოლიტიკების დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, (სასურველია ტექნიკური განხრით)
** ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ოპერაციული სისტემების ცოდნა
** ქსელის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფა
** აპარატული უზრუნველყოფის ტექნიკური მახასიათებლების, კონსტრუქციული თავისებურებებისა და ექსპლუატაციის რეჟიმების ცოდნა
** აპარატული უზრუნველყოფის დაზიანების დიაგნოსტირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება
** სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა
** აპარატული უზრუნველყოფის დაზიანების დიაგნოსტირება და შესაბამისი ღონისძიებების გატარება
** სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფის ცოდნა
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (სასურველია)

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** პრობლემური და სტრესული სიტუაციების მართვის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** შედეგზე ორიენტირებულობა

თუ თვლით, რომ ჩვენი კომპანიის ღირებულებები და ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2024 წლის 5 დეკემბრის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია