Робота для біженців з України
მაღაზიის მენეჯერის შემცვლელი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მაღაზიის მენეჯერის შემცვლელი
მომწოდებელი: Vestel
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 25 დეკემბერი
კომპანია "მატექს ჯორჯია", საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბრენდის "VESTEL"-ის ოფიციალური ქსელი, აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის შემცვლელის პოზიციაზე რუსთავის ფილიალში.

სამუშაო პირობები:

ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი, შარტავას 2გ
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (კვირაში 6 სამუშაო დღე, ცვლების მიხედვით, 40 საათი)
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე
ანაზღაურება: 1000 ლარი (ფიქსირებული) + ბონუსი გაყიდვებიდან

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კვალიფიციური და სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა
** პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა და ახალი პროდუქციის დეტალური შესწავლა
** გაყიდული პროდუქციის შემოწმება და შეფუთვა
** პროდუქციის სტენდებზე განთავსება
** მაღაზიის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა
** მაღაზიის მენეჯერის მოვალეობების შესრულება მისი არყოფნის დროს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა საშუალო დონეზე
** სასურველია სავაჭრო და სასაწყობო პროგრამებში ან სალაროსთან მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელური და გამართული მეტყველების უნარით
** მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული
** მოტივირებული და გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული
** ენერგიული და შრომისმოყვარე
** მოწესრიგებული და სასიამოვნო გარეგნობის
** პუნქტუალური

რეზიუმე ფოტოსურათით გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@mateks.ge და ელ. წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "VESTEL მაღაზიის მენეჯერის შემცვლელი- რუსთავი".

გაფრთხილება:

რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა თქვენი რეზიუმე მოცემულ ვაკანსიაზე არ განიხილებოდეს ან დარეზერვებული იყოს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე