Робота для біженців з України
არა-ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით დაზღვევის/გადაზღვევი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: არა-ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით დაზღვევის/გადაზღვევი
მომწოდებელი: სადაზღვევო ბროკერი ჯი.ეს
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
შპს "სადაზღვევო ბროკერი ჯი.ეს" საერთაშორისო საბროკერო საკონსულტაციო კომპანიის "უილის თაუერს უოთსონის" (WTW) წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას არა-ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით დაზღვევის/გადაზღვევის სპეციალისტის თანამდებობაზე.

"WTW" არის წამყვანი გლობალური საკონსულტაციო და საბროკერო კომპანია, რომელიც ოპერირებს 140-ზე მეტ ქვეყანაში. "სადაზღვევო ბროკერი ჯი.ეს." უწევს კონსულტაციას როგორც მცირე, ასევე საშუალო და დიდი ზომის ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტების მიმართულებით.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 23.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.
კომპანიის ვებგვერდი: https://gsg.com.ge/

სამუშაო აღწერილობა:

** არსებული პორტფელის მართვა, კლიენტების მომსახურება და მოლაპარაკებების წარმართვა მოლაპარაკებაში ჩართულ მხარეებთან (მათ შორის კლიენტები, სადაზღვევო და გადამზღვეველი კომპანიები).
** კლიენტის საჭიროების მიხედვით სადაზღვევო პროდუქტების დამუშავება, სადაზღვევო პროდუქტების ანალიზი.
** სატენდერო/ტექნიკური დავალების მომზადება, ტენდერის/ბაზრის კვლევის ჩატარება, სადაზღვევო კომპანიებისგან მიღებული პირობების დეტალური დამუშავება, ანალიზი და შედარების მომზადება.
** სადაზღვევო დოკუმენტაციის აღრიცხვა - შიდა სტანდარტების, დაზღვევის ზედამხედველობის და კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით.
** იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის მოძიება - იდენტიფიკაციის პროცესის დასრულება.
** ტექნიკური დოკუმენტაციის სტანდარტიზაცია.
** სერვისის მიმართულებით ტექნიკური მხარეების მოგვარება.
** გადაზღვევის მენეჯერისგან მიღებული დავალებების შესრულება.
** არა სიცოცხლის დაზღვევის მიმართულების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე საჭირო სამუშაოების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სადაზღვევო სფეროს მიმართ ინტერესი და ამ სფეროში განვითარების სურვილი.
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა (აუცილებელი მოთხოვნა).
** უმაღლესი განათლება.
** უცხოელებთან, სადაზღვევო კომპანიებთან და კლიენტებთან კომუნიკაციის უნარი.
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (განსაკუთრებით Power Point) სრულყოფილი ცოდნა

დამატებითი მოთხოვნები:

** ავტონომიურად მუშაობის უნარი.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** პიროვნული და პროფესიული ზრდის სურვილი.
** კომუნიკაბელურობა, პრეზენტაბელურობა.
** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და მრავალფეროვან საქმეს.
** გუნდურ და დინამიკურ გარემოს.
** კონკურენტულ ხელფასს.
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
** სადაზღვევო გამოცდების (CII) დაფინანსებას.
** ჯანმრთელობის, სიცოცხლის, უბედური შემთხვევისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას

დაინტერესებულ პირთაგან მოხდება რამდენიმე კანდიდატის შერჩევა. შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@gsg.com.ge; 2024 წლის 20 დეკემბრამდე

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება "სადაზღვევო ბროკერი ჯი ეს" მიერ (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებული ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კონკურსის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოგვაწოდეთ და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ info@gsg.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე