Робота для біженців з України
კლიენტების უმცროსი მრჩეველი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კლიენტების უმცროსი მრჩეველი
მომწოდებელი: სადაზღვევო ბროკერი ჯი.ეს
გამოქვეყნდა: 25 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
შპს "სადაზღვევო ბროკერი ჯი.ეს" საერთაშორისო საბროკერო საკონსულტაციო კომპანიის "უილის თაუერს უოთსონის" (WTW) წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას უმცროსი კლიენტების მრჩევლის თანამდებობაზე.

WTW არის წამყვანი გლობალური საკონსულტაციო და საბროკერო კომპანია, რომელიც ოპერირებს 140-ზე მეტ ქვეყანაში. "სადაზღვევო ბროკერი ჯი.ეს." უწევს კონსულტაციას როგორც მცირე, ასევე საშუალო და დიდი ზომის ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტების მიმართულებით.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 23.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00.
კომპანიის ვებგვერდი: https://gsg.com.ge/

სამუშაო აღწერილობა:

** განაწილებული სადაზღვევო პორტფელის მართვა, კლიენტების მომსახურება (როგორც სამედიცინო, ასევე ქონების და სხვა სადაზღვევო პროდუქტების მიმართულებით);
** კლიენტების საჭიროებებიდან გამომდინარე სადაზღვევო პროდუქტების დამუშავება და ანალიზი;
** სადაზღვევო ზარალების დარეგულირებაში ჩართულობა საჭიროებისამებრ;
** უფროსი კლიენტების მრჩევლისგან მიღებული დავალებების შესრულება, მათ შორის ტექნიკური და ადმინისტრაციული სამუშაოების შესრულება (საბუთების მოწესრიგება, სტანდარტიზაცია, ფაილების წარმოება და სხვა);
** კომპანიის სხვადასხვა მიმართულებით შიდა სტანდარტების დანერგვაში დახმარება და მონიტორინგი (მათ შორის პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით).

ძირითადი მოთხოვნები:

** სადაზღვევო სფეროს მიმართ ინტერესი და ამ სფეროში განვითარების სურვილი;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** უმაღლესი განათლება.

დამატებითი მოთხოვნები:

** ავტონომიურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პიროვნული და პროფესიული ზრდის სურვილი;
** კომუნიკაბელურობა, პრეზენტაბელურობა;
** ორგანიზებულობა, პუნქტუალობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და მრავალფეროვან საქმეს;
** გუნდურ და დინამიკურ გარემოს;
** კონკურენტულ ხელფასს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** სადაზღვევო გამოცდების (CII) დაფინანსებას;
** ჯანმრთელობის, სიცოცხლის, უბედური შემთხვევისა და კრიტიკული დაავადებების დაზღვევას.

დაინტერესებულ პირთაგან მოხდება რამდენიმე კანდიდატის შერჩევა. შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: info@gsg.com.ge; 2024 წლის 20 დეკემბრამდე

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სადაზღვევო ბროკერი ჯი ეს მიერ (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებული ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კონკურსის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოგვაწოდეთ და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ info@gsg.com.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე