დასახელება:
საავტომობილო ნაწილების საწყობის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ლექსუს თბილისი
|
გამოქვეყნდა: 23 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 23 დეკემბერი
|
"ლექსუს თბილისი" იაპონური ბრენდის, "ლექსუსის" ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და 2018 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. "ლექსუსის" მომსახურება იაპონური სტუმართმოყვარეობის, ომოტენაშის, პრინციპებზეა დაფუძნებული.
ბრენდის ღირებულებები და გულწრფელი მიდგომა სტუმრის მიმართ ქმნის "ლექსუსის" გასაოცარ გამოცდილებას.
ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც ადამიანები ყოველ ნაბიჯზე შეიგრძნობენ "ლექსუსის" უპირატესობებს, სიმშვიდეს ავტომობილის ფლობისას და სიამოვნებას ყოველ მომენტში.
"ლექსუს თბილისი" აცხადებს ვაკანსიას საავტომობილო ნაწილების საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე
ფუნქცია-მოვალეობები:
** საწყობის კეთილმოწყობაზე ზრუნვა ლექსუსის სტანდარტების და KAIZEN პრინციპების დაცვით;
** საწყობში შემოსული ტვირთის მიღება, დათვლა და დასაწყობება;
** საწყობიდან ნაწილების გაცემა და აღნიშნული ოპერაციის პროგრამული აღრიცხვა;
** წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;
** საწყობის ინვენტარის პერიოდული შემოწმება და შეკეთება საჭიროების შემთხვევაში;
** პერიოდული ინვენტარიზაციის ჩატარება და სასაწყობე ნაშთის კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, სასაქონლო მარაგების ტრანსპორტირება კომპანიის სასაწყობე ობიექტებს შორის;
** მუდმივი კომუნიკაცია და რეპორტინგი შესაბამისი მიმართულების ყველა თანამშრომელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე ან საავტომობილო სფეროში;
** Excel-ში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ფიზიკური მუშაობისთვის მზადყოფნა;
** ავტომობილის მართვის მოწმობა და მართვის გამოცდილება.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00; შაბათი - 10:00-14:00
სამუშაო ადგილი: დიდი დიღომი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 100.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@lexus-tbilisi.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.
|
|
|
|