Робота для біженців з України
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 23 ნოემბერი / ბოლო ვადა: 23 დეკემბერი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (https://www.NOVA.ge) აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** ინფორმაციის მიღება, სწრაფად დამუშავება, მიწოდება მომხმარებლისთვის;
** სატელეფონო კონსულტაციის გაცემა;
** შეკვეთების მიღება და გადამისამართება საჭიროებისამებრ;
** მომხმარებლების ინფორმირება აქციებისა და მომსახურების შესახებ;
** გამოკითხვაში მონაწილეობა;
** შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Internet);
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** თავაზიანობა;
** დისციპლინირებულობა;
** პედანტურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი - სრული

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ქოლ-ცენტრის ოპერატორი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე