Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=599104&print=yes&view=jobs
 
კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: რედბერი
გამოქვეყნდა: 23 ნოემბერი / ბოლო ვადა: 23 დეკემბერი
"Redberry" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

wegroup-ი საქართველოში 15 წელია მოღვაწეობს სამკაულების და აქსესუარების სექტორში, მაღაზიების ქსელით "Mandarina" და "Redberry", რომელიც ოფიციალური წარმომადგენელია საერთაშორისო ბრენდების Sokolov, Uneaerre, Nomination, Nature Bijoux, Ori Tao. კომპანია თავისი არსებობის განმავლობაში მუდმივად ფართოვდება და აძლიერებს ახალ მიმართულებებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: https://wegroup.ge/

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 10:00-19:00
სამუშაო ადგილი: ნუცუბიძის ქუჩა

ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები:

** მაღალი ანაზღაურება;
** პროფესიული ზრდის და დაწინაურების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** შვებულება გამოსაცდელი პერიოდის წარმატებით გავლის შემდეგ;
** საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო ბარათით უზრუნველყოფა;
** კორპორატიული ფასდაკლება "Mandarina" და "Redberry" ის ბრენდულ პროდუქციაზე;
** ჯანსაღი სამუშაო გარემო.

ფუნქცია და მოვალეობები:

** ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე სხვადასხვა პოტენციური მომწოდებლების და სატრანსპორტო კომპანიების მოძიება, შედარება, მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმება;
** მომწოდებლების მონაცემთა ბაზის შესწავლა/ანალიზი;
** პროდუქციის წინასწარი კვლევა და იდენტიფიცირება შესყიდვების ოპტიმალური დაგეგმვის მიზნით;
** ბაზრის შესწავლა, ანალიზი და არსებული ტენდენციების რეგულარული დადგენა, მათი გათვალისწინება დაგეგმარების პროცესებში;
** პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა და კატეგორიაში ახალი პროდუქტების განვითარებაში მონაწილეობის მიღება;
** შეკვეთების დროული განხორციელება, ტრანსპორტირების სრული ციკლის მართვა და მონიტორინგი;
** საგარანტიო პირობების შეთანხმება, მწარმოებლის მიერ ანაზღაურებისა და სტატუსის მონიტორინგი;
** შესყიდვების, იმპორტის და საბაჟო ოპერაციებისთვის საჭირო ყველა დოკუმენტის მომზადება;
** კატეგორიაში შემავალი პროდუქციის ფასების მონიტორინგი;
** ბაზრის ანალიზი და მონიტორინგი;
** არსებული პროდუქციის ნაშთების კონტროლი;
** პროდუქციაზე საუკეთესო ფასის მოძიება და ფასწარმოქმნა;
** შესყიდვის დოკუმენტების (შეკვეთის ფორმა, კოდი, ფასი, მდებარეობა) მარაგების განყოფილებასა და ბუღალტერიაში წარდგენა;
** შესყიდვების ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტების მომზადება და მენეჯმენტთან წარდგენა.

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პროაქტიულობა/ინიციატივიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და ოპერატიულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კატეგორიის მენეჯერის ან შესყიდვების მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** Excel-ის და საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საბაჟო მიმართულებით სამუშაო გამოცდილება.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს და დაინტერესებული ხართ პოზიციით, გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია ბმულზე: https://bit.ly/4eQbPCw

კომპანიის მხრიდან დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენს მიერ CV გადმოგზავნით, რომელიც შეიცავს პირად მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, გამოხატავთ თანხმობას იმის შესახებ, რომ კომპანიას შეუძლია თქვენი პირადი ინფორმაციის შენახვა.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია