Робота для біженців з України
ზეინკალ-სანტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ზეინკალ-სანტექნიკოსი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

"PepsiCo" უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ზეინკალ-სანტექნიკოსის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: თბილისი, ფონიჭალა; 40 სთ/კვირაში

ძირითადი მოვალეობები:

** ახორციელებს გათბობის, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელების, სანიაღვრე სისტემების, სანიტარულ-ტექნოლოგიური და სავენტილაციო მოწყობილობების, სარქველებისა და მილსადენების ოპერატიულ კონტროლს, მოვლა-შეკეთებას და სარემონტო მომსახურებას
** ახორციელებს საწვავის შესანახი ავზების სეზონურ წმენდას.
** აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა სისტემების შეკეთებაში, ინსტალაციაში, რეგულირებასა და ტესტირებაში, მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
** მონაწილეობს შედუღებისა და აირშედუღების სამუშაოებში, საწარმოო და არასაწარმოო დანადგარების შეკეთებაში.
** ადგენს სარემონტო სამუშაოების პროგნოზებს და საჭირო სათადარიგო ნაწილებსა და ხელსაწყოებს.
** მონაწილეობს ღონისძიებების შემუშავებაში სანდოობის, ფუნქციონირების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ცენტრალური გათბობის, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სანიაღვრე სისტემების შენარჩუნების მიზნით.
** აცნობებს მენეჯერს მოწყობილობებისა და ქსელების მუშაობაში გამოვლენილი ყველა გაუმართაობის, ავარიებისა და შენიშვნების შესახებ.

კანდიდატის პროფილი:

** პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით
** 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე
** სანტექნიკური მოწყობილობების, წყალმომარაგების, საკანალიზაციო და გათბობის სისტემების საბაზისო ცოდნა
** სტელაჟური კონსტრუქციების მონტაჟისა და დემონტაჟის გამოცდილება, ტვირთამწე მექანიზმების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება
** შრომისა და ტექნიკური უსაფრთხოების, სახანძრო უსაფრთხოების, საწარმოო სანიტარიული ნორმების ცოდნა
** პასუხისმგებლობა, კეთილსინდისიერება

რას გთავაზობთ?

** ხელმძღვანელთა და გუნდის წევრთა მუდმივი მხარდაჭერა
** ყოველწლიურად მზარდი ანაზღაურება
** ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაზღვევის კონკურენტული პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
** კვება

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: manufacturing_cau@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე