დასახელება:
კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
|
მომწოდებელი:
სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
|
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
|
სუპერმარკეტების ქსელი "მაგნიტი" 2015 წლიდან ფუნქციონირებს. "მაგნიტი" პირველი კომპანიაა, რომელმაც ძირითადი აქცენტი ქსელის რეგიონში განვითარებაზე გააკეთა. ამჟამად კი მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც, აქტიურადაა წარმოდგენილი.
"მაგნიტი" ინოვაციური ბრენდია, რომელიც წარმოდგენილია მომხმარებლებისთვის საჭირო ასორტიმენტით, ყოველდღიური მოხმარების ახალი და მზა, ასევე ექსკლუზიური და საკუთარი ბრენდის პროდუქტებით;
კომპანიაში ორგანიზაციული ზრდის პროცესი მუდამ მიმდინარეობს. მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თანამშრომელთა კარიერული განვითარება და წინსვლაა.
ამ დროის მონაცემებით, "მაგნიტს" 450 ფილიალზე მეტი აქვს და 4500 თანამშრომელზე მეტი ჰყავს დასაქმებული.
სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი მარკეტინგის გუნდში ეძებს კატეგორიის მენეჯერის ასისტენტს.
ძირითადი მოვალეობები:
** სასაქონლო ჯგუფების მიხედვით პროდუქციის რეალიზაციის ანალიზის და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა.
** ყოველთვიური, სეზონური და სადღესასწაულო აქციების დაგეგმვა.
** აქციის დასრულების შემდგომ სააქციო კომპენსაციების კალკულაცია და მომწოდებლებისგან დასტურის მიღება.
** ფასწარმოქმნის წარმოება კომპანიის საფასო პოლიტიკის მიხედვით.
** მომხმარებელთა მოთხოვნების გამოვლენა/დამუშავება.
** დაბალგაყიდვადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება.
** საქონლის ნაშთების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ან მენეჯმენტის მიმართულებით.
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** MS Office პროგრამების ცოდნა.
** სასურველია 1C ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება.
რას ვთავაზობთ კანდიდატს:
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00.
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი
თუ ფიქრობთ, რომ ეს ვაკანსია სწორედ ისაა, რაშიც თქვენს თავს ხედავთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@magniti.ge და subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "რითეილ ჯგუფის" მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 1 თვის ვადით.
უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელფოსტაზე: hr@magniti.ge.
|
|
|
|