Робота для біженців з України
ონლაინ გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ონლაინ გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: დაზოგე.ჯი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
ინტერნეტ მაღაზია "Dazoge.ge" გთავაზობთ დასაქმებას ონლაინ გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

"Dazoge.ge" წარმოადგენს ონლაინ სავაჭრო პლატფორმას, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქციის ონლაინ შესყიდვას ყველაზე ხელსაყრელი ფასით.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა ფშაველას 45

ძირითადი მოვალეობები:

** ინტერნეტ და სატელეფონო გაყიდვების მართვა
** ვებ გვერდისა და სოციალური არხების მეშვეობით შემოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა
** მომხმარებლებთან დაკავშირება, შეკვეთაში არსებული ინფორმაციის გადამოწმება
** მომხმარებლის მიერ შესყიდულ პროდუქციაზე კონსულტაცია
** მომხმარებლების კონსულტაცია ონლაინ განვადების განაცხადის შევსებისას
** გაყიდვებისა და არსებული პორტფელის გაზრდა

სამუშაო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან/და კლიენტთა მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა; (MS Word, MS Excel)

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

სამუშაო პირობები და ანაზღაურება: ორშაბათი-პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ, შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე hello@dazoge.ge

გამოყენებული იქნება კანდიდატთა შერჩევის შემდეგი პროცედურები:

** წინასწარი გადარჩევა წარმოდგენილი CV-ების მიხედვით;
** გასაუბრება;

ვებ-გვერდი: https://dazoge.ge/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე