Робота для біженців з України
საწყობის სუპერვაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სუპერვაიზერი
მომწოდებელი: ენგადი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "ენგადი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სუპერვაიზერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქციის მიღების, აღრიცხვისა და დასაწყობების უზრუნველყოფა;
** შემოსული პროდუქციის შემოწმება - რაოდენობის/წონის სასაქონლო ზედნადებთან შესაბამისობის გაკონტროლება;
** საწყობში მიღებული პროდუქციის პროგრამულად ასახვა;
** შემოსული შეკვეთების დახარისხება; შეკვეთების შესაბამისად საქონლის აგროვებისა და სადისტრიბუციოდ მომზადების კოორდინირება;
** სადისტრიბუციოდ მომზადებული პროდუქციის ჯამური რაოდენობების სიზუსტის კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შესწორების შეტანა;
** პროდუქციის უკან დაბრუნების პროცესიის კოორდინირება;
** საწყობში ფიზიკურად არსებული საქონლის კონტროლი და ინვენტარიზაცია;
** სასაქონლო მარაგების შევსების მიზნით შეკვეთების მომზადება და გაგზავნა შესაბამისი თანამშრომლისთვის;
** საწყობის ინფრასტრუქტურის გამართულობის კონტროლი;
** სარეკლამო და სხვა არაკომერციული პროდუქციის სისუფთავისა და ვარგისიანობის კონტროლი;
** უშუალო დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული სხვა დავალებების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** 1C ERP-UP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
** MS Office.

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

** ორგანიზებულობა, დროის მართვის და დაგეგმვის უნარი
** დროის მართვის და დაგეგმვის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
** გუნდის მართვისა და დელეგირების უნარი;
** აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული; დეტალებზე ორიენტირებულობა.

სხვა მოთხოვნები:

** ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი: უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება;
** საჭიროებიდან გამომდინარე ცვალებადი სამუშაო გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 1 დეკემბერი, 2024 წ.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ. ფოსტაზე: hr@bakhmaro.ge. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
სს "მარგებელ ჰოლდინგში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "მარგებელი ჰოლდინგის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე