Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=598980&print=yes&view=jobs
 
საწყობისა და ინვენტარიზაციის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობისა და ინვენტარიზაციის სპეციალისტი
მომწოდებელი: ფუდ მენეჯმენტ გრუპი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / ბოლო ვადა: 22 დეკემბერი
შპს "FMG (Food Management Group)" აცხადებს ვაკანსიას საწყობისა და ინვენტარიზაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

"FMG (Food Management Group)" 2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს და თანმდევ მომსახურებებს. კომპანია სპეციალიზდება კორპორატიული კვების, ივენთ-ქეითერინგისა და კაფეტერიების მართვაში. დღეისათვის FMG ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველოს კვების მენეჯმენტის ბაზარზე. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილება და 100+ პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდის ძალისხმევა ყოველწლიურად უზრუნველყოფს კომპანიის დინამიურ ზრდასა და ქეითერინგის მაღალ სტანდარტების დანერგვას.

გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე, არაუმეტეს 40 სამუშაო საათისა.
ანაზღაურება: 1000-დან 1200-მდე ნეტი, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
მდებარეობა: თბილისი: თორნიკე ერისთავის 5

ძირითადი მოვალეობები:

** საწყობის სისტემატური ინვენტარიზაცია და პროგრამაში არსებულ ნაშთებთან შედარება;
** ობიექტზე არსებული მარაგების/ინვენტარის/მასალის ნაშთის მართვა;
** ობიექტზე მიღებული ინვენტარის ვიზუალური დათვალიერება, გადათვლა და მოწოდებულ სიასთან შესაბამისობის დადასტურება;
** საწყობში შემოსული ინვენტარის შესაბამისი წესის მიხედვით დასაწყობება;
** საწყობის სისტემატური ინვენტარიზაცია და პროგრამაში არსებულ ნაშთებთან შედარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია კომპიუტერული საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა;

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ ანაზღაურებას
** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
** სამედიცინო დაზღვევას
** კვების უზრუნველყოფას
** ფიტპასი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ბმულზე: https://wrk.ge/sy20Q2lONV

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:

https://www.facebook.com/foodmanagementgroup
https://www.instagram.com/foodmanagementgroup/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია